იუსტიციის სამინისტრომ უფასო ელექტრონული პირადობის მოწმობების აქცია დაასრულა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩთვლით უფასოდ შეეძლო ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკლიანის ინიციატივით გამოცხადებული ელექტრონული პირადობის მოწმობების აქციის ფარგლებში, ელექტრობული პირადობის მოწმობა საქართველოს 441 345–მა მოქალაქემ უფასოდ აიღო, რომელთაც არასდროს ჰქონიათ ეს დოკუმენტი, – იუწყება იუსტიციის სამინისტროს პრეს–სამსახური ოთხშბათს, 24 ივნისს.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს 20 აპრილიდან 20 ივნისის ჩთვლით უფასოდ შეეძლო ელექტრონული პირადობის მოწმობის აღება.

წულუკიანი განცხადებით, აქციის წყალობით, შესაძლებელი გახდა პოტენციური ამომრჩევლის მონაცემების დაზუსტება. ამ ეტაპზე ელექტრობული პირადობის მოწმობა საქართველოს 1,9 მლნ მოქალაქეს აქვს, რომელთაგანაც 1,8 მლნ –სრულწლოვანია. ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 2 მილიონზე მეტი პოტენციური ამომრჩევლის მონაცემი მაქსიმალურად ზუსტია.

„ამ  აქციის შედეგად დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ 1, 8 მლნ სრულწლოვანი მოქალაქის მონაცემები არის დაზუსტებული, რადგან  ისინი უკვე ელექტრონულ პირადობას  ფლობენ. ასევე დაზუსტებულია 270 ათასი სრულწლოვანი მოქალაქის მონაცემი, რომლებიც არ ფლობენ ელექტრონული პირადობის მოწმობას, მაგრამ აქვთ ბიომეტრიული პასპორტი. ეს კი ნიშნავს, რომ დაახლოებით 2 მლნ–ზე მეტი პოტენციური ამომრჩევლის მონაცემი მაქსიმალურად ზუსტია, მათ შორის ფოტოსურათებიც, რაც საარჩევნო სიის შედგენისას ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ყველაზე აქტიურად ხარაგაულის, ხულოს, ადიგენის, გალის, დუშეთის, ასპინძისა და ამბროლაურის მოსახლეობა გამოეხმაურა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0