თბილისში სასმელი წყლის შემოწმებას განაგრძობენ

© photo: Sputnikსტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურსათის უვნებლობის ეროვნულმა სააგენტომ, კომპანია Georgian Water and Power-თან (GWP)ერთად, აკრედიტებულ ლაბორატორიებში სასმელი წყლის 48 სინჯი გამოიკვლია.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან არსებული სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, კვლავ განაგრძობს თბილისის სხვადასხვა რაიონში აღებული წყლის სინჯების ლაბორატორიულ კვლევას. 

სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტომ, კომპანია Georgian Water and Power-თან (GWP) ერთად , აკრედიტებულ ლაბორატორიებში სასმელი წყლის 48 სინჯი  გამოიკვლია.

„კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ წყნეთის ქუჩაზე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, კოსტავას ქუჩასა და ბაგებში, წყნეთის გზატკეცილზე აღებული წყლის სინჯები შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს“, – იუწყება სააგენტოს პრეს–სამსახური სამშაბათს, 23 ივნისს. 

სასმელი წყლის სინჯები აღებულია სვანიძის, ატენის, გაბაშვილის, გედევანიშვილის, დოლიძის, ქარელის, ლიხაურის, ჩიქოვანის, მელიტონ და ანდრია ბალანჩივაძეების ქუჩებიდანაც. 

ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

კომპანია Georgian Water and Power, პრევენციის მიზნით, თბილისში წყლის ორმაგ დაქლორვას ახდენს. 

ამასთან, სპეციალისტები კვლავ განაგრძობენ წყლის ხარისხის შემოწმებას და აფრთხილებენ თბილისის მოსახლეობას, ონკანი წყლის დალევამდე 2-3 წუთით დატოვონ ღია. 

 


ყველა ახალი ამბავი
0