თბილისი, 23 ივნისი – Sputnik. საქართველოში 2015 წლის იანვარ–მაისის თვეში 1 869 ათასი ნარკოდანაშაულის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 49, 18 %–ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იუწყება შსს–ს საინფორმაციო–ანალიტიკური დეპარტამენტი.
2015 წელს ნარკოდანაშაულის (კონტრაბანდა, შენახვა–მოხმარება, რეალიზაცია) გახსნის მაჩვენებელი 88,98%–ს შეადგენს.
მიმდინარე წლის მაისში საქართველოში 321 ნარკოდანაშაულის შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 12,3%–ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გარდა ამისა, გახსნილი ნარკოდანაშაულის შემთხვევების მაჩვენებელი 75,39% –ია.