04:28 22 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
112

თბილისში ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა დაახლოებით 2 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა

© facebook.com/CityHallofTbilisi.
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
102 0 0

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თბილისში წყალდიდობის შემდეგ ეპიდემიის გავრცელების საშიშროება მინიმალურია. ამასთან, ნანგრევებში ისევ პოულობენ თბილისის ზოოპარკისა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ბინადრებს.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. ტეტანუსის საწინააღმდეგო უფასო აცრა თბილისის კლინიკებში დაახლოებით 2 ათასმა ადამიანმა ჩაიტარა, განაცხადა სამშაბათს, 23 ივნისს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თბილისში წყალდიდობის შემდეგ ეპიდემიის გავრცელების საშიშროება მინიმალურია. ამასთან, ნანგრევებში ისევ პოულობენ თბილისის ზოოპარკისა და თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაბრის ბინადრებს.

”პრევენციული ღონისძიებები ორ ნაწილად იყოფა, პირველი იმ რისკების მინიმუმადე დაყვანაა, რომელმაც შეიძლება ინფექციის გადაცემა ან საწარმოო ტრავმა გამოწვიოს. ეს რისკები თითქმის ნულამდეა დაყვანილი, რადგან მოხალისეები სამუშაოდ ისეთ არეალში გადანაწილდნენ, სადაც რისკი დაბალია. რაც შეეხება პრევენციის მეორე მიმართულებას, ეს არის ვაქცინაცია. ამ დილის მონაცემებით, ტეტანუსის აცრა 2 000-მდე ადამიანმა გაიკეთა”, — განაცხადა სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ვაქცინაციის ჩატარება 10:00-დან 18:00 საათამდე შესაძლებელია შემდეგ პოლიკლინიკებში: ”მედკაპიტალი-საბურთალო” (გამრეკელის 19), ”მედკაპიტალი-გლდანი” (გამარჯვების 1), ”ჯანმრთელობის ცენტრი” (ყაზბეგის 14 ბ), ”ვერე XXI” (ქიაჩელის 18), ”საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” (ჭავჭავაძის 44), ”საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი” (წინამძღვრიშვილის 57), ”მედისონი” (ვაჟა-ფშაველას 83/11).

ვაქცინაცია ასევე უფასოდ ტარდება იმუნიზაციის ცენტრში და ყველა მრავალპროფილურ კლინიკაში.

 


მთავარი თემები