ვიცე-მერი: თბილისში ახალი გზის მშენებლობაზე ნებართვა არ არსებობდა

© photo: Sputnikგზების რეაბილიტაცია
გზების რეაბილიტაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ თბილისის პროკურატურამ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ზომების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. თბილისის ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ირწმუნება, რომ ნებართვა გმირთა მოედნისა და თამარაშვილის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე, რომლის ნაწილიც წყალდიდობისას ჩამოინგრა, თავის დროზე გაცემული არ ყოფილა. 

13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ თბილისის პროკურატურამ მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების ზომების შესაძლო დარღვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველზე, მერიიდან იქნა გამოთხოვილი 2009 წელს ახალი გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. 

„სახაზო ნაგებობის (საავტომობილო გზა, – რედ.) მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ ყოფილა. რამდენად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი, ამას შესაბამისი უწყებები შეაფასებენ“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში ორშაბათს, 22 ივნისს.

 

ყველა ახალი ამბავი
0