ღარიბაშვილი: თბილისში დაღუპული მაშველის ოჯახი 100 ათას ლარს მიიღებს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თხოვნით მიმართავს, რომ ყველა მაშველი, პოლიციელი და მოხალისე, რომლებმაც განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს, სპეციალური სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ.

თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ წყალდიდობისას ადამიანების გადარჩენის დროს დაღუპული მაშველის ოჯახი 45 ათას აშშ დოლარს მიიღებს, იუწყება რუსული საინფორმაციო სააგენტო ”რია ნოვოსტი”.

გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს თხოვნით მიმართავს, ყველა მაშველი, პოლიციელი და მოხალისე, რომლებმაც განსაკუთრებული გმირობა გამოიჩინეს, სპეციალური სახელმწიფო ორდენებით დაჯილდოვდნენ. ამასთან, მან მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, მოქალაქეების გმირული საქციელის შესახებ გადაიღონ სიუჟეტები და დაწერონ ისტორიები, რომ ”მომავალ თაობას მათზე წარმოდგენა ჰქონდეს”.

”ამ გმირის ოჯახისთვის გამოიყოფა 100 ათასი ლარის ოდენობის თანხა და მისი ოჯახი თანხას ყოველთვიურად მიიღებს”, — განაცხადა ღარიბაშვილმა კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე.

ძლიერი წვიმა, რომელსაც ქარიშხალი და სეტყვა ახლდა თან, თბილისს კვირას, 14 ივნისის ღამით დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად განადგურდა ზოოპარკი, უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 19 ადამიანი, 6 — უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება. სტიქიის მეორე დღეს საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თითოეული დაღუპულის ოჯახი სახელმწიფოსგან დახმარებას 4,5 ათას აშშ დოლარის ოდენობით მიიღებს, მატერიალური დახმარება სხვა დაზარალებულებისთვისაც არის გათვალისწინებული. კერძო კომპანიები და ფიზიკური პირები დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად განხნილ სპეციალურ ანგარიშზე თანხას რიცხავენ.


ყველა ახალი ამბავი
0