07:40 19 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი

სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა აქციებით იმუქრება

© Sputnik/
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
501

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირობა დადო, რომ სტიქიისგან დაზარალებული „აგროდაზღვევის” პროგრამის ყველა მონაწილე უახლოეს პერიოდში კომპენსაციას მიიღებს.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. გორის რაიონის მოსახლეობა საპროტესტო აქციების დაწყებას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო სტიქიით მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს, იუწყებიან მედია–საშუალებები სამშაბათს, 2 ივნისს.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ირწმუნება, ისინი შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩნენ, რადგან სეტყვამ მოსავალი 31 მაისს სოფელ ზეღდულეთში, ხოლო 1 ივნისს სოფლებში — კარბი, მერეთი, კოშკა, გუგუთიანკარსა და სკრაში გაანადგურა.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პირობა უკვე დადო, რომ სტიქიისგან დაზარალებული „აგროდაზღვევის” პროგრამის ყველა მონაწილე უახლოეს პერიოდში კომპენსაციას მიიღებს. ”აგროდაზღვევა” ფერმერებს სტიქიისგან თავისი მოსავლის დაზღვევის საშუალებას აძლევს. 

რაც შეეხება გორის რაიონის ადგილობრივ ხელისუფლებას, მათ მედიასთან კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.


მთავარი თემები