ქართველმა მაშველებმა სვანეთში სამი პოლონელი მთამსვლელი გადაარჩინეს

© photo: Sputnik / Stringerსვანეთი
სვანეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოლონელმა მთამსვლელებმა ქართველ მაშველებს თავად შეატყობინეს, რომ უამინდობის გამო ვერ ახერხებდნენ მწვერვალიდან დაშვებას.

თბილისი, 2 ივნისი — Sputnik. ქართველმა მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს, – იუწყება შს სამინისტროს პრეს–სამსახური. პოლონელმა მთამსვლელებმა საქართველოს საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს თავად შეატყობინეს, რომ უამინდობის გამო ისინი ვერ ახერხებდნენ მწვერვალიდან დაშვებას.

 „სამაშველო ოპერაციის შედეგად ქართველმა მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს მწვერვალ თეთნულდიდან პოლონელი მთამსვლელები. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, 4 ათას 200 მეტრ სიმაღლეზე მყოფი მთამსვლელები ბარში ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ“, – ნათქვამია სამინისტროს პრეს–სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მანამდე, ორშაბათს, 1 ივნისს ქართველმა მაშველებმა მოახერხეს აჭარის მაღალმთიანეთში დაკარგული  ინდოეთის ხუთი მოქალაქის გადარჩენა, რომლებიც ხულოს რაიონში იმყოფებოდნენ. ახალგაზრდები თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან.


ყველა ახალი ამბავი
0