21:35 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
პროკურატურა

თბილისის სასამართლომ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის განხილვა გადადო

public domain
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
10 0 0

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თხოვნა წინასწარი მოსმენის გადავადების თაობაზე საგამოძიებო ღონისძიებების გაგრძელებით ახსნა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მთავარი პროკურატურის თხოვნა და ერთი თვით გადადო იური ვაზაგაშვილის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე წინასწარი მოსმენა, განაცხადეს პარასკევს, 22 მაისს სასამართლოს პრეს-სამსახურში.

საქმზე წინასწარი მოსმენა, რომელზეც  მხარეებს უნდა განეხილათ მტკიცებულებები და მოწმეებისა და ბრალდებულის დაკითხვის დღის განრიგი, 28 მაისს იყო ჩანიშნული. 

”ჩვენ დავაკმაყოფილეთ პროკურატურის თხოვნა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე წინასწარი მოსმენის გადავადების შესახებ. მოსმენა 29 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა“, – აღნიშნეს სასამართლოში.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავისი თხოვნა საგამოძიებო ღონისძიებების გაგრძელებით ახსნა.

„სასამართლოს სხდომის გადატანის თხოვნით მივმართეთ იმდენად, რამდენადაც საგამოძიებო ღონისძიებები ამ საქმესთან დაკავშირებით გრძელდება. ეს იყო რამდენიმე დღის წინ“, – განაცხადეს პროკურატურის პრეს-სამსახურში.

იური ვაზაგაშვილი 2015 წლის 20 იანვარს სოფელ ყარაფილაში საკუთარი შვილის – ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა. ზურაბ ვაზაგაშვილი 2006 წელს პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლეს. მას შემდეგ იური ვაზაგაშვილი მომხრეებთან ერთად აქტიურ უფლებადაცვით საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა და ცდილობდა მიეღწია პოლიციელების ქმედების უკანონოდ აღიარებისთვის.  

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე 7 თებერვალს პოლიციის თანამშრომელი გია სოსანაშვილი დააკავეს, რომლის დნმ-იც დანაშაულის ადგილზე აღმოაჩინეს. 9 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ სოსანაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

მთავარი თემები