პუტინმა ინტერნეტის განვითარების პროგრამის შექმნის დავალება გასცა

© RIA Novostiვლადიმერ პუტინი
ვლადიმერ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს პერსპექტივაში ინტერნეტ-ტექნოლოგიების გავლენა, სწორი გამოყენების შემთხვევაში, უბრალოდ კოლოსალური იქნება, განაცხადა ადრე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დაინტერესებულ უწყებებს, 1 ოქტომბრამდე ინტერნეტ-ინიციატივების განვითარების ფონდის მონაწილეობით, საინფორმაციო-ტელესაკომუნიკაციო ქსელ ”ინტერნეტის” და მასთან დაკავშირებული ეკონომიკის დარგების რუსული ნაწილის გრძელვადიანი პროგრამის ფორმირების საკითხებში წინადადებების შემუშავების დავალება გასცა.

 შესაბამისი დავალების ტექსტი, სახელმწიფოს მეთაურის ინტერნეტ-მეწარმეებისა და ინტერნეტ-ინიციატივების განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან 27 მარტს გამართული შეხვედრის შედეგების მიხედვით, გამოქვეყნებულია კრემლის ვებ-გვერდზე. 

 დავალების შესრულებაზე პასუხისმგებელ პირებად დაინიშნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ვიაჩესლავ ვოლოდინი და კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრი ნიკოლაი ნიკიფოროვი.

 გარდა ამისა, მთავრობას დაევალა, შეიმუშაოს და წარმოადგინოს წინადადებები საზღვარგარეთის ქვეყნების ბაზრებზე ინეტრნეტის გამოყენებასთან დაკავშირებული რუსული ტექნოლოგიური პროექტების წინსვლის შესახებ, მათ შორის შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების მსვლელობისას.

 ”რუსეთის ფედერაციის მთავრობას:… ინტერნეტ-ინიციატივების განვითარების ფონდთან და ავტონომიურ არაკომერციულ ორგანიზაცია ”ინტერნეტის განვითარების ინსტიტუტთან” ერთად შემუშავდეს და წარმოდგენილ იქნეს წინადადებები მეწარმეების მხარდაჭერასთან დაკავშირებული ზომების შესახებ, რომლებიც ”ინტერნეტის” ქსელის რუსული ნაწილის განვითარების სფეროში საქმიანობას ახორციელებენ, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რაც მიმართულია ინვესტორებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობების მოგვარების მექანიზმის სრულყოფისკენ”, — აღნიშნულია დავალებაში.


ყველა ახალი ამბავი
0