ამ ტრაგედიის გამო დღეს მთელი საქართველო გლოვობს – მარგველაშვილი

© пресс-служба президента Грузииგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში", გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი გარდაიცვალა.

 თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქობულეთში  ხანძრის შედეგად სამი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ ამ ტრაგედიის გამო მთელი ქვეყანა გლოვობს.

  "ძნელია მოძებნო სიტყვები  იმ გულისტკივილის გამოსახატავად, რომელსაც ქობულეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო სამი უნიჭიერესი ბავშვის მშობლები. ამ ტრაგედიის გამო დღეს მთელი საქართველო გლოვობს. ამ მძიმე წუთებში მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებისა და ახლობლების მწუხარებას და თანავუგრძნობ მათ", – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

 ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში", გუშინ  გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი გარდაიცვალა.   ცეცხლის გაჩენის დროს შენობაში იმყოფებოდნენ  რუსთავის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლ "სიხარული  2" –ის წევრები, რომლებიც აჭარაში  ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად იყვნენ ჩასულები. 45–მა ადამიანმა, რომელთა შორისაც 31 ბავშვი იყო, შეძლეს ცეცხლმოდებული შენობიდან თავის დაღწევა. მაშველებმა ვერ მოახერხეს  შენობიდან სამი მოზარდის, რომელთა  ასაკიც 10–დან 12 წლამდე იყო, ევაკუირება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0