06:36 22 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
монах, монашество

”დათა თუთაშხიას” ავტორი ბერად აღიკვეცა

საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
23 0 0

გამოჩენილი ქართველი მწერალი, ცნობილი რომანის ”დათა თუთაშხიას” ავტორი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს მწერლის ოჯახში.

თბილისი, 18 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ციცია მამულაშვილი. გამოჩენილი ქართველი მწერალი, ცნობილი რომანის ”დათა თუთაშხიას” ავტორი ჭაბუა ამირეჯიბი ბერად აღიკვეცა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს მწერლის ოჯახში.

ჭაბუა ამირეჯიბმა ბერად აღკვეცის კურთხევა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქისგან ილია მეორისგან მიიღო. მან პატრიარქისგან ასევე შემოქმედებითი საქმიანობის გაგრძელებაზე მიიღო კურთხევა.

ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა 89 წლის მწერალს, გამონაკლისის სახით, მონასტრის ნაცვლად საკუთარ სახლში დარჩენის ნება დართო. ბერად აღკვეცილ ამირეჯიბს საეკლესიო სახელი დავითი ეწოდა.

ბერად აღკვეცის ცერემონია გასული კვირის ბოლოს მწერლის სახლში შედგა.

ჭაბუა ამირეჯიბი 1921 წელს დაიბადა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: ”დათა თუთაშხია”, ”გორა მბორგალი”, ”გიორგი ბრწყინვალე”. ამირეჯიბი არის სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი.

მთავარი თემები