ვადამდელი გათავისუფლების კომისია 14 პატიმრის გათავისუფლების რეკომენდაციას იძლევა

გამოწერა
ვადამდელი გათავისუფლების უწყებათაშორისმა კომისიამ 14 პატიმრის გათავისუფლების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, განუცხადა ჟურნალისტებს კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ხერხეულიძემ.

თბილისი, 28 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ვადამდელი გათავისუფლების უწყებათაშორისმა კომისიამ 14 პატიმრის გათავისუფლების თაობაზე მიიღო გადაწყვეტილება, განუცხადა ჟურნალისტებს კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან ეკა ხერხეულიძემ.

გათავისუფლებისთვის რეკომენდირებულთა სიაში შეყვანილები არიან პატიმრები, რომელთაც ჩადენილი აქვთ შედარებით მსუბუქი დანაშაული, ტუბერკულოზით დაავადებულები და ერთი ქალი.

”კომისიაში განსახილველად დაახლოებით 300 საქმე შემოვიდა, რომელთა შორისაც იყო ხუთი ქალის და ორი არასრულწლოვანის საქმე. განხილვის შემდეგ ვადამდელი გათავისუფლებისთვის რეკომენირებულია 14 პატიმარი. კომისია ამ საქმეებს სასამართლოს გადასცემს, რომელიც საბოლოო გადაწყვეტილებას გამოიტანს”, - განაცხადა ხერხეულიძემ.

სასამართლოს ინსტანციას პატიმრების გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღება რჩება.

კანონმდებლობის თანახმად, საქმის გადახედვის თაობაზე თხოვნით კომისიისადმი მიმართვა შეუძლია პატიმარს, რომელმაც პატიმრობის ვადის ნახევარი მოიხადა და ადმინისტრაციის მხრიდან რეკომენდაცია აქვს.

კომისიის სხდომა ყოველი თვის ბოლოს იმართება. პატიმრების ვადამდელი გათავისუფლება პატიმრების განაცხადების განხილვის და სასჯელაღსრულების ადგილების ხელმძღვანელობის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების საფუძველზე ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0