საქართველოს ცესკო სტუდენტების მომზადებას დაიწყებს

გამოწერა
სამშაბათს საქართველოს ცესკო და საარჩევნო სისტემების, რეფორმების და სწავლების განვითარების ცენტრი, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ.

თბილისი, 27 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. სამშაბათს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია და საარჩევნო სისტემების, რეფორმების და სწავლების განვითარების ცენტრი, ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლები ხელს მოაწერენ მემორანდუმს თანამშრომლობის შესახებ, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს ცესკოში.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები ვალდებულებას იღებენ საკუთარ თავზე, ხელი შეუწყონ სტუდენტების სამოქალაქო შემეცნების ამაღლებას და პროფესიული ჩვევების განვითარებას. ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, საარჩევნო სფეროში მაღალი კლასის იურისტების მომზადება მოხდება.

დოკუმენტზე ხელმოწერა სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში” გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0