15:56 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
таможенно-пропускной пункт, граница

საქართველოს მოქალაქეებზე 2006 წლამდე გაცემულ პასპორტებს ბიომეტრიული პასპორტებით შეცვლიან

NEWSGEORGIA, Александр Имедашвили
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
401

2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებზე 2006 წლამდე გაცემული საზღვარგარეთული პასპორტები ბიომეტრიული პასპორტებით შეიცვლება.

თბილისი, 23 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. 2011 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებზე 2006 წლამდე გაცემული საზღვარგარეთული პასპორტები ბიომეტრიული პასპორტებით შეიცვლება, განუცხადა ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს წარმომადგენელმა.

სააგენტოს განცხადებით, მოქალაქეები, რომელთაც 2006 წლამდე გაცემული საზღვარგარეთული პასპორტები აქვთ, 65 ლარის ოდენობის გადასახადის გადახდის შემთხვევაში, ძველ პასპორტს ბიომეტრიული პასპორტით გამოცვლიან.

ყველა დანარჩენი მოქალაქისთვის ახალი ბიომეტრიული პასპორტის აღებისას გადასახადი 100 ლარი იქნება.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტო ასევე აღნიშნავს, რომ ის მოქალაქეები, რომელთაც ვიზები ძველი პასპორტით მიიღეს, ორივე პასპორტით ისარგებლებენ, ამასთან, ძველი პასპორტი მხოლოდ ბიომეტრიული წარდგენის შემთხვევაში იმოქმედებს. ასევე, ძველი პასპორტი ძალაში დარჩება, თუ საქართველოს მოქალაქე საზღვარგარეთ იმყოფება, ის იმოქმედებს მისი დაბრუნებისას, საქართველოში შემოსვლისთვის.

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებმაც პასპორტები 2006 წლიდან 2010 წლის მაისის ჩათვლით აიღეს, მათი პასპორტები ძალაში რჩება მოქმედების ვადის გასვლამდე და ასეთი მოქალაქეებისთვის პასპორტის შეცვლა აუცილებელი არ არის. 

მთავარი თემები