03:30 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
Аджария, Зеленый мыс

აჭარაში თურქეთის ტელევიზიისთვის დოკუმენტური ფილმის გადაღებები მიმდინარეობს

фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIA
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
001

თურქი ტელეჟურნალისტების ჯგუფი მაღალრეიტინგული თურქული ტელეგადაცემა ”ზორიორლადან” აჭარაში იმყოფებიან, სადაც საქართველოს ბუნების შესახებ ტელეგადაცემების ციკლისთვის დოკუმენტურ ფილმს იღებენ.

ბათუმი, 22 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, თამარ ქველაძე. თურქი ტელეჟურნალისტების ჯგუფი მაღალრეიტინგული თურქული ტელეგადაცემა ”ზორიორლადან” (რთული გზა) აჭარაში იმყოფებიან, სადაც საქართველოს ბუნების შესახებ ტელეგადაცემების ციკლისთვის დოკუმენტურ ფილმს იღებენ. ფილმის ჩვენება ოქტომბერში დაიწყება, იუწყება ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტი ბათუმიდან. 

გადამღები ჯგუფი უკვე იმყოფებოდა იმერეთში, სამეგრელოში და რაჭაში. აჭარაში გადაღებების დასრულების შემდეგ ისინი გურიაში ჩავლენ.

აჭარაში ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო მრავალგვარმა ბუნებამ და მაღალმთიანი აჭარის სილამაზემ. გადაღებები რეგიონის ყველაზე ძნელად მისაღწევ ადგილებში მიმდინარეობს.

”ჩვენი გადაცემის პოპულარობის და მაღალი რეიტინგის მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ ჩვენ ველურ ბუნებას ვაჩვენებთ და ამ მხრივ აჭარა მდიდარი რეგიონია. აქ ყველაფერი ლამაზია, დიდებული ბუნებაა, მაყურებელს  ყოველთვის იზიდავს ისეთი ადგილები, სადაც ადამიანს ფეხი ჯერ არ დაუდგამს. საქართველო მეზობელი ქვეყანაა და ჩვენი მაყურებლისთვის მისი ბუნების სილამაზის დანახვა გადავწყვიტეთ”, - განუცხადა ჟურნალისტებს ბათუმში ჯგუფის ერთ-ერთმა მონაწილემ, ტელეჟურნალისტმა აიდინ დიკინმა.

საქართველოს შესახებ გადაცემების ციკლიდან ხუთი სერია აჭარას მიეძღვნება. კერძოდ, მაყურებელი ნახავს მაჭახელას, აჭარისწყლის, ბეშუმის, ჭვანას და ხიხანის ხეობებს. თითოეული სერიის ხანგრძლივობა გადაცემაში 50 წუთია. ის კვირაში ორჯერ გავა.

ამასთან, გადაცემა ”ზორიორლას” თანამგზავრით ევროპის მრავალ ქვეყანაშიც უყურებენ, სადაც ის, სატელევიზიო ჯგუფის მონაწილეების თქმით, ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

იმისთვის, რომ გადაღებები უფრო საყურებლად მიმზიდველი და ეფექტური იყოს, გადამღებმა ჯგუფმა ფილმების შექმნაში თურქი ავტომრბოლელელები ჩართო. საქართველოში თურქული გადამღები ჯგუფი ქართული ტურისტული სააგენტო ”ბაიარ ტურის” მოწვევით იმყოფება და მუშაობს.

მთავარი თემები