06:39 25 აპრილი 2017
პირდაპირი ეთერი
Аджария

აჭარაში, მაჭახელას ხეობაში ტრადიციული დღესასწაული ”მაჭახლობა” გაიმართება

фото - Александр Имедашвили, NEWSGEORGIA
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
17 0 0

26 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონში ტრადიციული დღესასწაული ”მაჭახლობა” გაიმართება, იუწყება ორშაბათს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.

თბილისი, 20 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა ჯავახია. 26 სექტემბერს ხელვაჩაურის რაიონში ტრადიციული დღესასწაული ”მაჭახლობა” გაიმართება, იუწყება ორშაბათს აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი.

”მაჭახლობა” ტრადიციული სახალხო დღესასწაულია, რომელიც მაჭახელას ხეობაში იმართება და მასში მონაწილეობენ ადგილობრივი მოსახლეობა, ტურისტები და მიპატიჟებული სტუმრები.

ტრადიციისამებრ, ზეიმი თოფის მონუმენტთან იწყება, გრძელდება სოფელ მაჭახლისპირში და სრულდება სოფელ ზემო ჩხუტუნეთში. 

როგორც დეპარტამენტი იუწყება, დღესასწაულის დროს ასევე ეწყობა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრი, გამოდიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები, ადგილობრივი მოსახლეობა ხელნაკეთი ქმნილებების გამოფენას აწყობს.

”მაჭახლობის” ორგანიზატორია ხელვაჩაურის საკრებულო.

მაჭახელას ხეობას უძველესი ისტორია აქვს. ის ცნობილია, რომ XVII-XIX საუკუნეებში აქ აკეთებდნენ იარაღს ”მაჭახელა”, რომელიც ძალიან გავრცელებული იყო კავკასიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც კი.


მთავარი თემები