15:57 21 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საზოგადოება

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სკოლის მოსწავლეებს საარჩევნო სპეციფიკას შეასწავლის

საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
1 0 0

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სკოლის მოსწავლეებისთვის ერთთვიან ტრენინგს იწყებს, რომლის მიზანიც მოზარდებში საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბებაა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ოთხშაბათს ცესკოს პრეს-სამსახურში.

 

Центризбирком,ЦИК

თბილისი, 15 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სკოლის მოსწავლეებისთვის ერთთვიან ტრენინგს იწყებს, რომლის მიზანიც მოზარდებში საარჩევნო კულტურის ჩამოყალიბებაა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს ოთხშაბათს ცესკოს პრეს-სამსახურში.

ტრენინგი ქალაქ რუსთავის 25-ე საჯარო სკოლაში 15 სექტემბერს დაიწყება. მასში მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის რვა ქალაქის 24 სკოლის მე-9-12 კლასის მოსწავლეები.

”სკოლებში სამოქალაქო განათლების ერთ-ერთი კომპონენტი იქნება საარჩევნო სფეროში დახმარების განხორციელების პროექტი იმისთვის, რომ ამაღლდეს სკოლის მოსწავლეების ცოდნის დონე არჩევნების შესახებ”, - განაცხადეს ცესკოში.

პროექტს აფინანსებს საქართველოს მთავრობა და იგი ხორციელდება განათლების და მეცნიერების სამინისტროს, ასევე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.

მთავარი თემები