მართვის მოწმობის აღების მსურველებმა ფერების ამოცნობის გამოცდა უნდა ჩააბარონ - შსს

გამოწერა
მიმდინარე წლის სექტემბრიდან მართვის მოწმობის აღების პროცედურაში ცვლილებები შედის, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

 

патрульная полиция, дорога

თბილისი, 13 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ეკა საათაშვილი. მიმდინარე წლის სექტემბრიდან მართვის მოწმობის აღების პროცედურაში ცვლილებები შედის, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს მიერ ორშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-ს ხელმძღვანლის ვანო მერაბიშვილის ბრძანებით, მართვის მოწმობის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ასევე უნდა ჩააბარონ გამოცდა სხვადასხვა ფერების ამოცნობაში. ეს სავალდებულო გამოცდაა, რომლის ჩაბარებაც თეორიულ გამოცდამდეა აუცილებელი.

ფერების ამოცნობის ტესტი ელექტრონული ვერსიითაა წარმოდგენილი და სამი ილუსტრირებული საკითხისგან შედგება. თითოეული საკითხისთვის შემოთავაზებულია პასუხის ოთხი ვარიანტი, რომელთაგან მხოლოდ ერთია სწორი. ამოცანის ჩასაბარებლად 10 წუთია გამოყოფილი.

ის პირები, ვინც გამოცდის ჩაბარებას ვერ შეძლებენ, თეორიულ გამოცდაზე მხოლოდ ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარმოდგენის შემთხვევაში დაიშვებიან. ამ შემთხვევაში ისინი მხოლოდ დროებით მოწმობას აიღებენ, რომელზეც ამ მოწმობის მოქმედების ვადა იქნება აღნიშნული.

ყველა ახალი ამბავი
0