08:40 24 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საზოგადოება

ვლადიკავკაზში ორი დაღუპულის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს - მასმედია

საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
0 0 0

ვლადიკავკაზში მომხდარ ტერაქტში დაღუპული იასემენ მამედოვას და მისი შვილიშვილის, წლინახევრის ელნურა აშინოვას ცხედრები საქართველოში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ჩამოასვენეს. ამის შესახებ თვითმხილველების ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იუწყება.

 

КПП "Верхний Ларс"

თბილისი, 10 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. ვლადიკავკაზში მომხდარ ტერაქტში დაღუპული იასემენ მამედოვას და მისი შვილიშვილის, წლინახევრის ელნურა აშინოვას ცხედრები საქართველოში ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ჩამოასვენეს. ამის შესახებ თვითმხილველების ინფორმაციაზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსი” იუწყება.

საინფორმაციო სააგენტო არ ასახელებს იმ დასახლებულ პუნქტს, საითაც ცხედრები წაასვენეს.

ხუთშაბათს დილით ვლადიკავკაზის ცენტრალური ბაზრის შესასვლელთან თვითმკვლელმა ტერორისტმა ბომბი აამოქმედა, რომლის სიმძლავრეც 30-40 კილოგრამი ტროტილი იყო, ბოლო მონაცემებით, ტერორისტის ჩათვლით დაიღუპა 17 ადამიანი, დაშავდა 138 ადამიანი, მათგან 110 საავადმყოფოში რჩება.

დაღუპულთა შორის არიან საქართველოს, სომხეთის და უკრაინის მკვიდრნი.

საქართველოში ჩამოსვენებენ იასემენ მამედოვას და მისი შვილიშვილის, წლინახევრის ელნურა აშინოვას ცხედრებს. ოჯახი ჩრდილოეთ ოსეთში რამდენიმე წლის წინ გადასახლდა. აფეთქებისას მთელი ოჯახი დაზარალდა. დაღუპული გოგონას დედა და კიდევ ერთი ბავშვი, სამი წლის ვაჟი, აფეთქების დროს დაიჭრნენ და მოსკოვის საავადმყოფოში იმყოფებიან.

რუსული მასმედიის ინფორმაციით, ვლადიკავკაზის მერიამ ცხედრების საქართველოში გადმოსასვენებელი ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. ასევე მერია საკუთარ თავზე აიღებს საფლავის ძეგლების დადგმის ხარჯებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ქვეყანაში დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენების შესახებ არ ადასტურებს. ”საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ინფორმაციას ფლობს, მაგრამ ამ ეტაპზე დადასტურება არ შეგვიძლია”, - განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურში.

გუშინ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ”არ გამოვრიცხავთ, რომ დაშავებულთა შორის ეთნიკური ქართველები, ან საქართველოს მკვიდრნი იყვნენ, მაგრამ მათ შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან”, - განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სმაინისტრომ ვლადიკავკაზში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა და რუსეთს დახმარება შესთავაზა.

”ტერორიზმს არავითარი გამართლება არა აქვს. ჩვენ ყოველთვის მტკიცედ ვგმობდით და ვგმობთ ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტერორისტული აქტის შედეგად ადამიანების დაღუპვის გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს”, - აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ”საქართველოს ხელისუფლება მზად არის, შესაბამისი მომართვის შემთხვევაში, აღმოუჩინოს ყველანაირი დახმარება რუსეთის ფედერაციას”.

 

მთავარი თემები