მეკობრეების მიერ გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია

გამოწერა
ამ კვირაში მეკობრეების მიერ ადენის სრუტეში გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია - არც საქართველოს ხელიდუფლება და არც დამქირავებელი კომპანია. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სომალელი მეკობრეების ტყვედ ჩავარდნილი 62 წლის თემურ ბედინაძის მეუღლემ ნაირა ხალვაშმა განუცხადა.

 

пираты, Сомали

თბილისი, 9 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ამ კვირაში მეკობრეების მიერ ადენის სრუტეში გატაცებული ქართველი მეზღვაურების ოჯახებს ოფიციალურად ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია - არც საქართველოს ხელიდუფლება და არც დამქირავებელი კომპანია. ამის შესახებ ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს სომალელი მეკობრეების ტყვედ ჩავარდნილი 62 წლის თემურ ბედინაძის მეუღლემ ნაირა ხალვაშმა განუცხადა.

სომალის ნაპირებთან მეკობრეებმა მალტის დროშის ქვეშ მცურავი სავაჭრო გემი MV OLIB G დააკავეს. გემის ეკიპაჟი საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქისგან შედგება, განაცხადა მანამდე ანტიპირატული ოპერაციის „ატალანტას“ (EUNAVFOR Somalia - Operation Atalanta) სარდლობის ვებ–გვერდი, რომელსაც ევროკავშირი ხელმძღვანელობს.

ბედინაძე გემზე უფროს მექანიკოსად მუშაობს, განაცხადა მისმა მეუღლემ. მისი თქმით, ბოლოს ის საკუთარ მეუღლეს 25 აგვისტოს ესაუბრა და დაბადების დღე მიულოცა. მეუღლეებმა ერთმანეთი ბოლოს ოთხი თვის წინ ნახეს. ბედინაძის ”საზღვაო სტაჟი” უკვე 34 წელს ითვლის, მისი მეუღლე და ორი შვილი აჭარაში ცხოვრობენ.

”ჩემი ქმრის მდგომარეობის შესახებ არანაირი ინფორმაცია არა მაქვს, არავინ დამკავშირებია. გატაცების თაობაზე ჟურნალისტებისგან გავიგე”, - განაცხადა ხალვაშმა.

მან ყველას მიმართა, ვისაც ვითარებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია, რომ მეზღვაურების გასათავისუფლებლად ყველა ძალისხმევა გამოიყენონ და მძევლად აყვანილების ოჯახებს საქმის კურსში ჩააყენონ.

თავდასხმა ოთხშაბათს დილით, ადენის სრუტეში განხორციელდა. იმ მომენტში გემი დასავლეთის მიმართულებით მიდიოდა და ადენის სრუტის წყლების იმ დერეფნის ფარგლებში იმყოფებოდა, რომელიც რეკომენდირებულია სამოქალაქო გემების გადასაადგილებლად.

გემიდან MV OLIB G ინფორმაციის მიღების შემდეგ, რომ მათ მოტორიანი ნავი უახლოვდებათ, ეკიპაჟთან კავშირი გაწყდა. კავშირის აღდგენის რამდენიმე მცდელობა უშედეგო გამოდგა. მაშინ აღნიშნულ ადგილას ვერტმფრენი გაიგზავნა, რომლის ეკიპაჟმა ბორტზე ორი მეკობრე შენიშნა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საკონსულო დეპარტამენტი სომალის ნაპირებთან ქართველი მეღვაურების გატაცების ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევას აქტიურად შეუდგა.

ყველა ახალი ამბავი
0