08:46 24 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
საზოგადოება

ალექსანდრე კვიტაშვილი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა

საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
2 0 0

აკადემიურმა საბჭომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

 

თბილისი, 31 აგვისტო - ”ახალი ამბები - საქართველო”, ნატალია სმოლნიკოვა. აკადემიურმა საბჭომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ალექსანდრე კვიტაშვილის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

თავად კვიტაშვილის განცხადებით, მისთვის ქვეყნის ყველაზე დიდი უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დაკავება ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა.

”ჩემთვის ყველაზე მთავარია, უნივერსიტეტი საუკეთესო გახდეს არა მარტო საქართველოში. ახლა აუცილებელია, ხელი შევუწყოთ სასწავლო პროცესის დროულად დაწყებას და რექტორის არჩევნებისთვის მოვემზადოთ, რომელიც წლის ბოლოს ჩატარდება”, - განუცხადა კვიტაშვილმა ჟურნალისტებს თსუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

39 წლის ალექსანდრე კვიტაშვილის კანდიდატურა თსუ-ის რექტორის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ნუგზარ სურგულაძემ წარადგინა.

აქამდე უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა იყო, რომელიც თანამდებობიდან აგვისტოს დასაწყისში გადადგა.

მთავარი თემები