საიუბილეო მე-15: რუსეთში ავიასალონი МАКС-2021 გაიხსნა

© photo: Sputnik / Evgeni Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიМАКС-2021-ის გახსნა
МАКС-2021-ის გახსნა - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
ავიასალონზე მეხუთე თაობის, „პრინციპულად ახალი“, ერთძრავიანი მსუბუქი გამანადგურებელი იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ ჟუკოვსკში დღეს საიუბილეო, მე-15 ავიასალონი МАКС გაიხსნა, იუწყება РИА Новости.
გავრცელებული ინფორმაციით, ავიასალონის გახსნის ცერემონიაში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობდა. ის სამამულო ავიატექნიკის მოწინავე ნიმუშებს დაათვალიერებს.
ავიასალონი МАКС - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2021
МАКС-2021: „როსტექმა“ უახლესი სამხედრო თვითმფრინავის ფოტო გამოაქვეყნა
ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თვითმფრინავი, რომელსაც ქვეყნის ლიდერს აჩვენებენ, ეს „პრინციპულად ახალი“ ერთძრავიანი მსუბუქი გამანადგურებელია. ჟურნალისტებმა მას ჯერ კიდევ ოფიციალურ პრეზენტაციამდე უწოდეს ამერიკული F-35-ის სერიოზული კონკურენტი.
ახალი თვითმფრინავის გარშემო აჟიოტაჟი მას შემდეგ ატყდა, რაც „როსტექმა“ საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე რამდენიმე ვიდეორგოლი განათავსა, რომლებზეც გამანადგურებლის მხოლოდ კონტურები იყო ნაჩვენები.
როგორც ავიაციის რუსი ექსპერტი ოლეგ პანტელეევი ამბობს, МАКС-2021-ზე თვითმფრინავის დემონსტრაციამ „ბომბის აფეთქების ეფექტი“ უნდა მოახდინოს. სიახლეს მსოფლიოს 65 ქვეყნიდან რუსეთში ჩასული დელეგაციებიც იხილავს.
გარდა ამისა, ავიასალონზე წარმოდგენილი იქნება ახალი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი Ил-112В, რომლის დანიშნულებაც პირადი შემადგენლობის დესანტირება, შეიარაღების, მსუბუქი სამხედრო ტექნიკისა და სხვა ტვირთების ტრანსპორტირება იქნება.
ავიასალონზე ფართოდაა გამოფენილი სამოქალაქო ავიაციაც.
ყველა ახალი ამბავი
0