პუტინი: ნატო რუსეთის საზღვრებთან სამხედრო პოტენციალს ზრდის

© photo: Sputnik / Grigoriy Sisoev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
გამოწერა
მოსკოვს აშფოთებს ალიანსის სამხედრო წვრთნები შავ ზღვაში, ვინაიდან ეს მანევრები „შემთხვევითი ინციდენტების რისკს ზრდის“.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. კრემლს აშფოთებს ნატოს ინფრასტრუქტურის ზრდა რუსეთის საზღვრების სიახლოვეს და ასევე ის ფაქტი, რომ ალიანსი უარს ამბობს მოსკოვის შეთავაზების საგნობრივ განხილვაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

„იმედი გვაქვს, რომ საღი აზრი და ჩვენთან კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარების სურვილი, ბოლოს და ბოლოს, გაიმარჯვებს“, − განაცხადა პრეზიდენტმა საერთაშორისო უსაფრთხოების მოსკოვის მეცხრე კონფერენციაზე.

როგორც თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ აღნიშნა, ნატო რუსეთისა და ჩინეთის შეკავების გლობალურ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირად იქცა. მისი თქმით, ევროპაში სამხედრო დაპირისპირების ტენდენციამ მოიკიდა ფეხი, მიმდინარეობს სამხედრო წვრთნები, რაც რუსეთის საზღვრებთან ვითარების დესტაბილიზაციას იწვევს.

Sea Breeze-2015  - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
რუსეთი ნატოს შავ ზღვაში წვრთნების შეჩერებისკენ მოუწოდებს: დიპმისია მიმართვას ავრცელებს

მინისტრის სიტყვებით, ნატო ასე ამუშავებს ჯარების მოკავშირე სახელმწიფოს მახლობლად ოპერატიული გადასროლის მარშრუტებს. აღმოსავლეთ საზღვრებზე საფრთხეს წარმოადგენს აზიაში საშუალო სიშორის ამერიკული რაკეტების განთავსება. შოიგუმ აღნიშნა, რომ საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ამ მიმართულებით შეზღუდვები არ არსებობს.

გარდა ამისა, მოსკოვს აშფოთებს ალიანსის მანევრები შავ ზღვაში. კერძოდ, ივნისსა და ივლისში დაგეგმილი აშშ–უკრაინის სწავლება Sea Breeze. რუსეთის საელჩოს მიაჩნია, რომ მანევრები შავი ზღვის აკვატორიაში შემთხვევითი ინციდენტების რისკებს ზრდის, ამიტომ სწავლებაზე უარი უნდა ითქვას.

ასეთივე პოზიციაზეა რუსეთის თავდაცვის სამინისტროც. როგორც უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, ნატო აღნიშნული სწავლების მიზეზით უკრაინას თანამედროვე იარაღს აწვდის, რომელიც შემდეგ უკრაინის შეიარაღებულ ძალებსა და ნაციონალისტების ბატალიონებს გადაეცემა დონბასში.

ყველა ახალი ამბავი
0