პესკოვმა განმარტა, როგორ ააგებს რუსეთი აშშ-თან ურთიერთობას

© photo: Sputnik / Michael Klimentyevრუსეთისა და აშშ-ის დროშები
რუსეთისა და აშშ-ის დროშები - Sputnik საქართველო, 1920, 29.03.2021
გამოწერა
რუსეთის საგარეო უწყებაში ირწმუნებიან, რომ სანქციები მოსკოვის პოლიტიკაზე იძულებით ზეწოლას ვერ მოახდენს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ აიგება აშშ-თან ურთიერთობა, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ქმედებების რევიზიის შემდეგ იქნება მიღებული, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო, 1920, 24.03.2021
 „დაისაჯოს რუსეთი“: რა თქვა ლავროვმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე

მისი თქმით, რუსეთის ელჩს აშშ-ში ანატოლი ანტონოვს, რომელიც კონსულტაციებისთვის გამოიწვიეს შტატებიდან, ჯერჯერობით არ წარუდგენია მოხსენება სახელმწიფოს მეთაურისთვის ამერიკასთან ურთიერთობების შესახებ.

„ამჟამად მიმდინარეობს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სპეციალური უწყებების ხაზით მიღებული მოხსენებების რევიზია იმ ქმედებების შესახებ, რომლებსაც ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მიმართავს. ამგვარი ანალიზის გაკეთებას დროს სჭირდება“, — აღნიშნა პესკოვმა.

ამასთანავე მან ჟურნალისტებს შეახსენა, რომ კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკას მისი მეთაური განსაზღვრავს და ამას „სწორედ ის გააკეთებს“.

ცოტა ხნის წინ შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის კვლადაკვალ, სანქციები დაუწესა რუსეთს ალექსეი ნავალნის დაპატიმრების გამო. ამერიკულ შავ სიაში 14 ორგანიზაცია მოხვდა „ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის წარმოები გამო“. გარდა ამისა, შტატებმა სანქციები დაუწესა კონკრეტულ თანამდებობის პირებსა და ბიზმესმენებსაც.

მოგვიანებთ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აშშ-ის სანქციებზე პასუხი, შესაძლოა, სიმეტრიული არ იყოს, ვინაიდან ვაშინგტონში მიღებული გადაწყვეტილება — ეს არის „აბსურდის ზეიმი და მტრული გამოხდომა“, რომელიც მოსკოვის პოლიტიკაზე იძულებით ზეწოლას ვერ მოახდენს.

ყველა ახალი ამბავი
0