რუსული ვაქცინა „ეპივაკკორონა“ 60 წელს ზემოთ ადამიანებისთვის დასაშვები გახდა

© photo: Sputnik / George Zimarev / გადასვლა მედიაბანკშივაქცინაცია
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.03.2021
გამოწერა
მანამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას ასაკობრივი შეზღუდვა ჰქონდა – ის მხოლოდ 18–60 წლის ადამიანებზე იყო გათვლილი

თბილისი, 5 მარტი – Sputnik. „როსპოტრებნადზორმა“ კორონავირუსზე ასაკოვანი ადამიანების პრეპარატ „ეპივაკკორონათი“ აცრის ნება დართო, იუწყება РИА Новости.

მიმოხილვა: რომელი ვაქცინით სჯობს აცრა, ანუ 5 მთავარი მითი ვაქცინაციის შესახებ>>

როგორც „როსპოტრებნადზორში“ განმარტეს, კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა იმუნოგენურია და მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა.

ვაქცინა „ეპივაკკორონა“ - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2021
რას უნდა ველოდოთ „ეპივაკკორონისგან“: ყველაფერი COVID-19-ის პეპტიდური ვაქცინის შესახებ

ახლა „ეპივაკკორონას“ სარეგისტრაციო დოსიეში შეიტანენ ცვლილებებს, რომლებიც დასაშვებს გახდის მის გამოყენებას 60 წელს ზევით ასაკის ადამიანებში. აქამდე ასაკობრივი შეზღუდვა 18–დან 60 წლამდე იყო განსაზღვრული.

„ეპივაკკორონა“ რუსეთში დარეგისტრირებული მეორე (სპუტნიკV–ს შემდეგ) ვაქცინაა კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისთვის. ის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრ „ვექტორში“ შექმნეს.

ვაქცინას ახასიათებს უსაფრთხოების მაღალი დონე, რაც მისი მიღების ტექნოლოგიითაა განპირობებული. პრეპარატი ვირუსის ხელოვნურად სინთეზირებული ცილებისგან შედგება და ამიტომაცაა ყველაზე ნაკლებად ალერგიული.

ვაქცინა მალე უნდა გამოჩნდეს სამოქალაქო მიმოქცევაში. მაშინ რუსეთის მოქალაქეებს ექნებათ არჩევნის საშუალება „ეპივაკკორონასა“ და სპუტნიკV–ს შორის.

„ეპივაკკორონა“ 100%-ით ეფექტურია: „როსპოტრებნადზორმა“ დეტალები გაასაჯაროვა>>

„ვექტორმა“ თებერვალში „ეპივაკკორონას“ კლინიკური კვლევების პირველი და მეორე ფაზების შედეგები საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში გაგზავნა.

ყველა ახალი ამბავი
0