„სპუტნიკ V“-მ ევროპის რეგულატორთან სამეცნიერო კონსულტაციების ეტაპი გაიარა

© photo: Sputnik / Илья Ilya Naymushyn / გადასვლა მედიაბანკში„სპუტნიკ V"
„სპუტნიკ V  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2021
გამოწერა
იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია მოიწონებს ვაქცინას და პირობით სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს, რუსული ვაქცინა ცენტრალიზებულად მიეწოდება ევროკავშირს.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ევროპის წამლების სააგენტომ (ЕМА) დაასრულა კონსულტაციები რუსული კოვიდ-ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს მწარმოებელთან, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„მომდევნო ნაბიჯის სახით კომპანიას შეუძლია მოამზადოს განაცხადი [ევროკავშირის ბაზარზე] სარეგისტრაციო მოწმობის მისაღებად“, — განაცხადეს ЕМА-ში.

წამლების სააგენტოში აღნიშნეს, რომ ЕМА-ს ჯერ არ მიუღია განაცხადი გამალეის ცენტრისგან, ვადებზე მსჯელობა კი მხოლოდ მისი წარდგენის შემდეგ არის შესაძლებელი.

რუსული ვაქცინა - Sputnik საქართველო, 1920, 07.02.2021
Bloomberg-მა COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსულ ვაქცინას სამეცნიერო გარღვევა უწოდა

იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია მოიწონებს ვაქცინას და პირობით სარეგისტრაციო მოწმობას გასცემს, რუსული ვაქცინა ცენტრალიზებულად მიეწოდება ევროკავშირს.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინების ცენტრალიზებული შესყიდვების გადაწყვეტილება ევროკავშირმა ჯერ კიდევ ვაქცინების პირველ დამტკიცებამდე მიიღო — კონტრაქტები ექვს მწარმოებელთან გაფორმდა.

ამ დროისათვის ევროკავშირის ბაზარზე ავტორიზებულია Pfizer/BioNTech-ის (მიწოდება 600 მლნ დოზა), Moderna-ს (160 მლნ დოზა) და AstraZeneca-ს (400 მლნ დოზამდე) პრეპარატები. გარდა ამისა ევროკავშირმა კონტრაქტები გააფორმა Johnson&Johnson-თან, Sanofi-GSK-სა და CureVac-თან. ამ უკანასკნელებს განაცხადები ჯერჯერობით არ წარუდგენიათ, უახლოეს მომავალში ამის გაკეთება J&J-ს შეუძლია.

Die Welt: ვაქცინა „სპუტნიკ V“-მ დასავლეთი გააკვირვა>>

ამგვარად ევროკავშირის ქვეყნები, ევროკომისიის კონტრაქტების წყალობით, შეძლებენ მიიღონ 2,3 მლრდ დოზაზე მეტი ანტიკორონავირუსული ვაქცინა. ევროკავშირში იმედი აქვთ, რომ ზაფხულის ბოლოსთვის ევროპაში მოსახლეობის დაახლოებით 70% იქნება აცრილი კორონავირუსზე.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირებში ევროკავშირი Pfizer/BioNTech-ისა და AstraZeneca-სგან პრეპარატების მიწოდების პრობლემებს შეეჯახა, რამაც შეიძლება ჩაშალოს ბრიუსელის ამბიციური გეგმები ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0