„თავდასხმა ფუნდამენტურ უფლებებზე“: ვოლოდინმა აშშ-ში შექმნილი ვითარება გააკრიტიკა

© photo: Sputnik / Grigory Sysoev / გადასვლა მედიაბანკშივიაჩესლავ ვოლოდინი
ვიაჩესლავ ვოლოდინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა აშშ-ის საარჩევნო სისტემა დაახასიათა როგორც „არქაული“ და საზოგადოების კონტროლიდან გასული.

თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. ყველაფერი, რაც აშშ-ში ხდება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, არის პირდაპირი თავდასხმა ამერიკელთა ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

სერგეი ლავროვი - Sputnik საქართველო
რუსეთის საგარეო პოლიტიკის ვექტორი: ლავროვმა 2020 წლის შედეგები შეაჯამა

მისი თქმით, ამ დროისათვის უკვე „ყველასათვის ნათელია“, რომ სახელმწიფომ, რომელიც დემოკრატიის სტანდარტებს მთელ მსოფლიოს ასწავლის, თავად გადაუსვა მათ ხაზი.

საკუთარი პოზიციის დასტურად ვოლოდინმა ის ფაქტი დაასახელა, რომ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეებს ცოტა ხნის წინ ფაქტობრივად ჩამოართვეს სიტყვის თავისუფლება სოციალურ ქსელებში.

„ამ გადაწყვეტილების უკან დგანან წარმავალი პრეზიდენტის მოწინააღმდეგეები და ეს სხვა არაფერია, თუ არა აშშ-ის მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თვაისუფლებებზე პირდაპირი თავდასხმა, ინფორმაციის წვდომასა და გაცვლასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ საკუთარ თავზე აღებული საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა“, — აღნიშნა ვოლოდინმა.

დუმის თავმჯდომარის განცხადებით, აშშ-ის პოლიტიკური ელიტა მრავალი წლის განმავლობაში აპირისპირებდა ადამიანებს ერთმანეთთან რასობრივი, რელიგიური თუ გენდერული პრინციპითა და პოლიტიკური ნიშნით, რამაც საარჩევნო კამპანიისას „განსაკუთრებით მწვავე და საშიში ხასიათი მიიღო ორივე მხარისთვის“.

ფრენები აღარ იქნება: რუსეთი ღია ცის შეთანხმებიდან გადის - Sputnik საქართველო
ფრენები აღარ იქნება: რუსეთი ღია ცის შეთანხმებიდან გადის

ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, „რუსეთი ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყო და მიაჩნია, რომ ეს დაუშვებელია“.

ამასთან სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა აშშ-ის საარჩევნო სისტემა დაახასიათა როგორც „არქაული“ და საზოგადოების კონტროლიდან გასული. მისი თქმით, უკვე ნათელია, რომ აშშ-ს არ აქვს დემოკრატიის მაღალი სტანდარტები.

„ჩვენ არ დავუშვებთ, მენტორული ტონით გვესაუბრონ ისინი, ვინც საკუთარი პარტიულ–პოლიტიკური სისტემა დეგრადაციამდე მიიყვანა, რამაც შედეგად მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებზე თავდასხმა მოიტანა“, — ხაზი გაუსვა ვოლოდინმა.

ამასთან მან აღნიშნა, რომ შემოდგომაზე რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები უნდა გაიმართოს, რასთან დაკავშირებითაც „საჭიროა ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რომ რუსეთის საარჩევნო კამპანიაში უცხოური ჩარევა არ მოხდეს“.

 

ყველა ახალი ამბავი
0