მეცნიერებს გამოჰყავთ მწერი, რომელიც პლასტიკურ ნარჩენებს გაანადგურებს

CC0 / Pixabay / ერთჯერადი ჭიქა
ერთჯერადი ჭიქა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერების თქმით, ამ მწერის 100 მატლს 10–12 საათის განმავლობაში დაახლოებით 100 გ პლასტიკის განადგურება შეუძლია.

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. მეცნიერებს გამოჰყავთ ჩრჩილის კოლონია, რომელიც პლასტიკური მასალით იკვებება, რათა მწერების ფერმენტების მეშვეობით ნარჩენების გავრცელება შეჩერდეს, აცხადებს ბიოტექნოლოგიის ლაბორატორიის წამყვანი ექსპერტი ევგენი პოპოვი.

მამაკაცი პლასტიკური პაკეტებით - Sputnik საქართველო
ტკბილი კომპონენტი: შექმნილია პარკები, რომლებიც ზღვის წყალში იშლება

მისი თქმით, საპილოტო პროექტის გაშვება 2021 წლისთვის იგეგმება.

პროექტი მოიაზრებს ისეთი ხსნარის შექმნას, რომელსაც პლასტიკური მასალის დაშლის უნარი აქვს. ამისათვის რუს მეცნიერთა გუნდი ცვილის დიდი ჩრჩილის (ლათ. Galleria mellonella) ფერმენტს სწავლობს, რომელსაც ეს უნარი გააჩნია. ევოლუციის პროცესში მწერის მატლმა პოლიმერების გადამუშავება „ისწავლა“, მაგალითად, პოლიეთილენისა. 100 ასეთ მატლს 10–12 საათის განმავლობაში დაახლოებით 100 გ პლასტიკის განადგურება შეუძლია.

„ჩვენ გავშიფრავთ დნმ-ს და სამეცნიერო ინსტიტუტების ბაზაზე ფერმენტის სინთეზირებას შევეცდებით. მიღებული ნივთიერებისგან დავამზადებთ ხსნარს, რომლითაც პლასტიკური ნარჩენების განადგურება იქნება შესაძლებელი. ხსნარის გამოშვება მომავალი წლისთვის იგეგმება“, — განაცხადა პოპოვმა.

მისი თქმით, კვლევა რამდენიმე ეტაპისგან შედგება. თავდაპირველად შეიქმნება კოლონია, რომელიც ასობით ათასიდან მილიონებამდე ორგანიზმს მოიცავს, რის შემდეგაც მეცნიერები პლასტიკური მასალის გადამუშავებას შეუდგებიან.    

 

ყველა ახალი ამბავი
0