„ფეხით საზღვარზე“ – როგორ ჩააღწია პროექტ Ты супер!-ის ქართველმა მონაწილემ მოსკოვში

© photo: Sputnik / Vitaly Belousovმარიან ბონდარენკო
მარიან ბონდარენკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საზღვრის გადაკვეთისას აღმოჩნდა, რომ პრობლემები არა მხოლოდ ქართველ მონაწილეს ჰქონდა, თუმცა, საბედნიეროდ, მოსკოვში ჩასვლა ყველამ მოახერხა და კონკურსშიც ყველა მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო ვოკალური კონკურსის Ты супер! მეოთხე სეზონის ზოგიერთი ახალი მონაწილისთვის მოსკოვში ჩასვლა იოლი არ აღმოჩნდა. ამის შესახებ НТВ-ს პირდაპირ ეთერში საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს კომუნიკაციების დირექტორმა პეტრე ლიდოვმა ისაუბრა.

„მინდა გავხდე ცნობილი“ – თბილისელი მარიამ ბონდარენკო Ты супер!-ში იღებს მონაწილეობას >>

პროგრამის წამყვანმა ვადიმ ტაკმენევმა კოლეგა ანასტასია პაკთან ერთად არხის პირდაპირი ეთერით ტელემაყურებელს პროექტის ახალი მონაწილეები წარუდგინა და იმაზეც ისაუბრა, რა ბედი ეწიათ ძველ მონაწილეებს პროექტის შემდეგ.

„თუ ვისაუბრებთ სირთულეებზე, რომლებიც ძიებას ეხება, პრინციპში, წინა წლებისგან განსხვავებული განსაკუთრებული სირთულეები არ ყოფილა. აი, რაც შეეხება საზღვრის კვეთას, რა თქმა უნდა, სირთულეები იყო. რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. მონაწილე – ყველა გოგონაა, სხვათა შორის, ვისაც ვირჩევთ და ჩამოგვყავს. ესტონელი მონაწილე ჩამოვიდა ბორნით ფინეთის გავლით, ყირგიზი და აზერბაიჯანელი მონაწილეები – სტამბულის გავლით თვითმფრინავით, ქართველმა მონაწილემ კი ოსეთის საზღვარი ფეხით გადაკვეთა, შემდეგ კი უკვე ვლადიკავკაზიდან აქამდე ჩამოვიდა. ცალკე ისტორიაა ბელარუსთან. ყველამ ვიცით, რომ იქ ჯერ კიდევ შეზღუდვები მოქმედებს. მასაც ფეხით მოუხდა საზღვარზე გადმოსვლა. ამ სირთულეების მიუხედავად, ყველა ჩამოვიდა, ყველა ერთადაა, ოჯახი შეიკრა“, – აღნიშნა ლიდოვმა.
პროექტ „ტი სუპერის“ მონაწილე თეკლა ეკალაძე - Sputnik საქართველო
რუს მაყურებელს ახსოვს და ელის შოუს Ты супер! მონაწილეს საქართველოდან

მისი სიტყვებით, НТВ-ს შესანიშნავი ოჯახის გარდა, არის კიდევ ორი ოჯახი. პირველი – ესაა სააგენტო Sputnik, რომელიც აერთიანებს 33 რედაქციას მთელ მსოფლიოში, და მეორე და მნიშვნელოვანი ოჯახი – ესაა იმ ქვეყნების ოჯახი, რომლებიც ჩამოვიდნენ, ჩამოდიან.

„ჩვენს მონაწილეებთან შედარებით მე უკვე ასაკოვანი კაცი ვარ, დავიბადე და გავიზარდე საბჭოთა კავშირში. ჩემთვის ეს ყველაფერი ყოფილი საბჭოთა კავშირია. ეს ოჯახი არის საქართველოც, ესტონეთიც და ყაზახეთიც... რასაკვირველია, ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია ამ ორი ოჯახის ძალისხმევის გაერთიანება, ისე, რომ ჩვენი კავშირები, სადღაც დანგრეული, დარჩეს, განსაკუთრებით, კულტურულ დონეზე“, – აღნიშნა ლიდოვმა.

წელს საქართველოს პროექტში წარადგენს 15 წლის მარიამ ბონდარენკო თბილისიდან.

საერთაშორისო კონკურსი Ты супер! ტარდება ტელეკომპანია НТВ-სა და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის მიერ რუსეთის ფედერაციის განათლების სამინისტროს მხარდაჭერით. 

ყველა ახალი ამბავი
0