ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის ფოტოჰოსტ-სააგენტო Россия сегодня გახდა

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიЗдание МИА "Россия сегодня" после реконструкции Садового кольца в рамках проекта "Моя улица"
Здание МИА Россия сегодня после реконструкции Садового кольца в рамках проекта Моя улица - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფაშიზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში მოსკოვის „მანეჟის“ საგამოფენო ცენტრში ინტერაქტიული გამოფენა გაიხსნება.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня ფაშიმზე გამარჯვების 75-ე წლისთავის ოფიციალური ფოტოჰოსტ–სააგენტო გახდა. ამ სტატუსით განახორციელებს ის გადაღებებს და ექსკლუზიური კონტენტის მიწოდებას რუსეთის ყველა საიუბილეო მოედნიდან, იუწყება სააგენტოს პრეს-სამსახური. 

სამხედრო აღლუმი - Sputnik საქართველო
რუსეთში გამარჯვების აღლუმი ივნისში ჩატარდება: პრეზიდენტმა თარიღი დაასახელა

სააგენტო შექმნის და შეავსებს მულტიმედიურ ფოტოგრაფიულ განყოფილებას დღესასწაულის ოფიციალურ საიტზე, საიდანაც მაღალი გაფართოების ფოტომასალის გადმოწერა უფასოდ იქნება შესაძლებელი.

ფოტომასალა ხელმისაწვდომი იქნება iOS-ისა და Android-ის პლატფორმის სმარტფონებისთვისაც AppStore-სა და GooglePlay-ს დანართებში. 

ფოტოგამოსახულებებზე წვდომის მიღება შესაძლებელია ასევე საერთაშორისო პრეს-ცენტრის სპეციალურ ტერმინალებში, რომელიც მოსკოვის „მანეჟის“ ცენტრალური საგამოფენო დარბაზში იმუშავებს.

იქვე Россия сегодня განათავსებს ინტერაქტიულ ფოტოგამოფენას „ომისგან გადარჩენილი ევროპა“. ექსპოზიციაში შევა 1945 წლის ფრონტული ფოტოქრონიკების საუკეთესო კადრები, რომლებიც სააგენტოს წინამორბედის – „სოვინფორმბიუროს“ არქივშია დაცული.

გათავისუფლებული პრაღისა და კრაკოვის, სოფიისა და ბელგრადის სიხარული, გამარჯვების ზეიმი და ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი აღბეჭდილია ფრონტელი რეპორტიორების — ოლგა ლანდერის, ვლადიმირ გრებნიოვის, ვლადიმირ გალპერინისა და სხვათა ფოტოებზე.

საერთო გამარჯვება: როგორ აღნიშნეს 9 მაისი მეზობელ ქვეყნებში - Sputnik საქართველო
საერთო გამარჯვება: როგორ აღნიშნეს 9 მაისი მეზობელ ქვეყნებში

გამოფენის ექსპონატები აღჭურვილი იქნება QR-კოდებით, რომლებთან სმარტფონის მიტანის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება არა მხოლოდ მათზე ასახული მოვლენის დანახვა, არამედ მის შესახებ მონათხრობის მოსმენაც.

დამატებითი რეალობის ტექნოლოგიის დახმარებით გამოფენის სტუმრები გაეცნობიან კინოქრონიკის კადრებს, დოკუმენტურ ვიდეობსა და ფოტომასალებს. გარდა ამისა, მომხმარებლები შეძლებენ გამოყონ ცალკეული ობიექტები ფოტოებზე და დამატებითი ინფორმაცია მიიღონ მის შესახებ.

სააგენტო Россия сегодня — საერთაშორისო მედიაჯგუფი, რომლის მისიაა მსოფლიო მოვლენების ოპერატიული და დაბალანსებული გაშუქება, აუდიტორიისთვის საკვანძო მოვლენებზე სხვადასხვა თვალსაზრისის მიწოდება. Россия сегодня წარმოადგენს საინფორმაციო რესურსების ხაზს: „რია ნოვოსტი“, „რია ნოვოსტი სპორტი“, „რია ნოვოსტი უძრავი ქონება“, „პრაიმი“, „რია რეიტინგი“, „ინოსმი“, „სოციალური ნავიგატორი“. საზღვარგარეთ მედიაჯგუფი წარმოდგენილია საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ით.

 

ყველა ახალი ამბავი
0