„უკვდავი პოლკი ონლაინ“: მასშტაბური აქციის ტრანსლაცია დასასრულს უახლოვდება

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკში„უკვდავი პოლკი ონლაინ“
„უკვდავი პოლკი ონლაინ“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის დაზუსტება შეიძლება ცხელ ხაზზე, რომლითაც პროექტის განმავლობაში 80 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა.

თბილისი, 26 მაისი – Sputnik. მასშტაბური პროექტის – „უკვდავი პოლკი ონლაინ“ ტრანსლაცია დასასრულს უახლოვდება. ვირტუალურ მსვლელობაში 2 მილიონზე მეტმა გმირმა მიიღო მონაწილეობა. აქცია კვირის ბოლომდე დასრულდება.

„უკვდავი პოლკის“ ორგანიზატორები საგამოძიებო კომიტეტს ჰაკერების მონაცემებს გადასცემენ >>

მოსალოდნელია, რომ სულ ონლაინ-მსვლელობისას ნაჩვენები იქნება 2,7 მლნ ფოტო და ჩანაწერი ომის მონაწილეთა შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ-მსვლელობის ტრანსლაციას „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ვებ-გვერდზე www.polkrf.ru, „საერთაშორისო უკვდავი პოლკის“ ვებ-გვერდზე www.polk.press, ასევე სხვადასხვა სოციალურ ქსელში შეუერთდა 23 მილიონი ადამიანი. პროექტის საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“.

სამხედრო აღლუმი - Sputnik საქართველო
რუსეთში გამარჯვების აღლუმი ივნისში ჩატარდება: პრეზიდენტმა თარიღი დაასახელა

მოდერატორებმა გააანალიზეს პროექტში წარმოდგენილი ყველა განაცხადი, რომელთა ნაწილი დასამუშავებლად ადრესატებს დაუბრუნდა. ამ მომენტისთვის განმეორებითი მოდერაციისთვის შეიძლება 190 ათასზე მეტი ანკეტა გამოიგზავნოს.

„დარჩენილი განაცხადების უმრავლესობა უნდა დაემუშავებინათ ნათესავებს, – აღნიშნავს რუსეთის უკვდავი პოლკის ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარე ელენა ცუნაევა. – რამდენიმე დღეში მოდერაციას დავასრულებთ – დარჩენილია 1000 განაცხადზე ნაკლები“.

© photo: Sputnik / Alexey Sukhorukov / გადასვლა მედიაბანკში„უკვდავი პოლკი ონლაინ“ - მამაკაცი ტრანსლაციას აკვირდება
„უკვდავი პოლკი ონლაინ“: მასშტაბური აქციის ტრანსლაცია დასასრულს უახლოვდება - Sputnik საქართველო
„უკვდავი პოლკი ონლაინ“ - მამაკაცი ტრანსლაციას აკვირდება

აქციის შესახებ ნებისმიერი საკითხის დაზუსტება შესაძლებელია ცხელი ხაზით – 8-800-20-1945-0, რომლითაც პროექტის განმავლობაში 80 ათასამდე ადამიანმა ისარგებლა.

ამასთან, „უკვდავი პოლკი ონლაინ“ პროექტის ყველა მონაწილეს ეგზავნება შეტყობინება, თუ როდის გამოჩნდება მათი გმირი ონლაინ-მსვლელობაში.

თუ ვინმე ვერ მოასწრებს და მითითებულ დროს მსვლელობას ვერ შეუერთდება, ვებ-გვერდზე www.polkrf.ru შესაძლებელია საჭირო თარიღსა და საათთან დაბრუნება თავიანთი ვეტერანების წითელ მოედანზე სანახავად.

მსვლელობაში მონაწილე გმირების ნახვა შესაძლებელი იქნება მაისის ბოლომდე, ვიდრე ტრანსლაცია დასრულდება. უკვდავი პოლკის ტრადიციული მსვლელობა რუსეთის ყველა რეგიონში, ქუჩებსა და მოედნებზე აუცილებლად შედგება, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის შესაძლებლობას შექმნის.

ყველა ახალი ამბავი
0