Россия сегодня ექიმების მხარდამჭერ სახალხო აქციას იწყებს

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიმედმუშაკი COVID-19–ის ჰოსპიტლის წითელ ზონაში
მედმუშაკი COVID-19–ის ჰოსპიტლის წითელ ზონაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მიზანია ერთიან თემატურ პორტალში ისტორიების შეგროვება ექიმებზე, მედიცინის მუშაკებზე, საავადმყოფოებისა და ჰოსპიტლების თანამშრომლებზე, მოხალისეებზე მთელ რუსეთში.

თბილისი, 26 მაისი - Sputnik. კორონავირუსის ეპიდემიის დროს რუსეთის მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის წინა ხაზზე მებრძოლთა პატივისცემისა და უსაზღვრო მადლიერების ნიშნად საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня („რუსეთი დღეს“) რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის სამინისტროსა და მოხალისეთა ცენტრების ასოციაციის მხარდაჭერით იწყებს ონლაინ–აქციას „გთხოვთ, ისუნთქეთ!“

აქციის გენერალური პარტნიორია სრულიად რუსეთის სახელმწიფო სატელევიზიო და რადიომაუწყებელი კომპანია.

აქციის მიზანია ისტორიების შეგროვება ექიმებზე, მედიცინის მუშაკებზე, საავადმყოფოებისა და ჰოსპიტლების თანამშრომლებზე, მოხალისეებზე მთელ რუსეთში ერთიან თემატურ პორტალში მედიაჯგუფის ფლაგმანის - ria.ru ვებ-გვერდზე.

კორონავირუსი რუსეთში - Sputnik საქართველო
რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსი 8599 ადამიანს დაუდასტურდა

„ამ ბრძოლაში არ არსებობენ უცნობი გმირები. დარწმუნებული ვარ, სახალხო სპონტანურობა ამ პროექტში ყველას საჭირო ენერგიას მისცემს – მათაც, ვისი მადლიერებიც არიან, და მათაც, ვინც მადლიერია“, – აღნიშნა სააგენტო Россия сегодня-ს გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი კისელიოვმა.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ მურაშკოს განცხადებით, პანდემიის პირობებში მედიკოსები მოწინავე პოზიციებზე აღმოჩნდნენ, ექიმების, მედდების, სანიტრების, სასწრაფო დახმარების მანქანების მძღოლების მიმართ პატივისცემა კი საზოგადოებაში საგრძნობლად და სამართლიანად გაიზარდა.

„ახლა ყველა შეძლებს აღნიშნოს კორონავირუსზე ჩვენს საერთო გამარჯვებაში კონკრეტული სპეციალისტის წვლილი“, – განაცხადა მურაშკომ.

© photo: Sputnik / Ilya Naimushin / გადასვლა მედიაბანკშიკონცერტი კრასნოიარსკის ინფექციური ჰოსპიტლის მედიკოსებისთვის
Россия сегодня ექიმების მხარდამჭერ სახალხო აქციას იწყებს - Sputnik საქართველო
კონცერტი კრასნოიარსკის ინფექციური ჰოსპიტლის მედიკოსებისთვის

მოხალისეთა ცენტრების ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარის არტემ მეტელევის თქმით, აქცია – კიდევ ერთი შესაძლებლობაა მადლიერების გამოხატვისა მოხალისე მედიკოსების მიმართ, რომლებიც მუშაობენ საავადმყოფოებში, და უამრავი მედიცინის მუშაკის მიმართ, რომლებიც მთელ რუსეთში კურნავენ ადამიანებს კორონავირუსისგან.

„ჩვენი თანამშრომლობა საინფორმაციო სააგენტოსთან Россия сегодня უკვე რამდენიმე წელია, საშუალებას აძლევს უამრავ ადამიანს, შეიტყონ მოხალისეთა, ქველმოქმედთა შესახებ. ერთობლივი აქცია „გთხოვთ, ისუნთქეთ!“ კიდევ ერთი შესაძლებლობაა, გამოვხატოთ მადლიერება მოხალისე მედიკოსებისადმი...“ – აღნიშნა მან.  

აქციის პორტალი 8 ივნისიდან ამუშავდება. მასზე გამოქვეყნდება ფოტოები და მოკლე ისტორიები გმირების ბრძოლაზე ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რუსეთში კორონავირუსის პანდემიის დროს. მათ, ვისაც სურს თავიანთი ახლობლების შესახებ ისტორიების მოყოლა, ინფორმაციის მიწოდება შეუძლია მისამართზე: breathe@rian.ru.

ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი მოწოდებით გამოდის, მოემზადონ კორონავირუსის მეორე ტალღისთვის

ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გამომგზავნის მონაცემებს – გვარს, სახელსა და ელექტრონული ფოსტის მისამართს, ასევე ისტორიას, რომლის გაზიარებაც სურს ავტორს. უნდა გამოიგზავნოს ასევე ისტორიის გმირის ფოტო (1000х1000 px) და მისი სახელი და გვარი, მუშაობის ადგილის დასახელება და თანამდებობა, საცხოვრებელი ქალაქი ან რეგიონი. მონათხრობი, სივრცეების ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს 500 სიმბოლოს.  

ისტორია არ უნდა შეიცავდეს მცდარ ინფორმაციას, უცენზურო გამონათქვამებს, ფიზიკური და იურიდიული პირების შეურაცხმყოფელ ცნობებს, რეკლამას, კანონით აკრძალულ სხვა ინფორმაციას. წერილის გამოგზავნამდე აუცილებელია ისტორიის გმირის თანხმობის მიღება მისი ფოტოსა და პერსონალური მონაცემების გამოქვეყნებაზე. პერსონალური მონაცემები Россия сегодня-ს სააგენტოს ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში დამუშავდება.

© photo: Sputnik / Alexey Mayshev / გადასვლა მედიაბანკშიექიმის ბეიჯი წარწერით "აქ თქვენი გულისთვის ვარ!"
Россия сегодня ექიმების მხარდამჭერ სახალხო აქციას იწყებს - Sputnik საქართველო
ექიმის ბეიჯი წარწერით "აქ თქვენი გულისთვის ვარ!"

მითითებული ინფორმაციის არარსებობის შემთხვევაში მედიაჯგუფი Россия сегодня იტოვებს უფლებას, არ გამოიყენოს ისტორია აქციისთვის. აქცია „გთხოვთ, ისუნთქეთ!“ ივნისის ბოლომდე გასტანს.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня არის საერთაშორისო მედიაჯგუფი, რომლის მისიასაც წარმოადგენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიულად და ხარისხიანად გაშუქება, აუდიტორიისთვის სხვადასხვა შეხედულების გაცნობა ამა თუ იმ მნიშვნელოვან მოვლენაზე. Россия сегодня წარმოადგენს შემდეგი სააგენტოების საინფორმაციო რესურსების ხაზს: РИА НовостиРИА Новости Спорт, РИА Новости НедвижимостьПраймРИА РейтингИноСМИСоциальный навигатор, ТОК, КОТ, Baltnews, Украина.ру.

Россия сегодня საზღვარგარეთ წარმოდგენილია საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტოებით და რადიო Sputnik-ით. სააგენტოს მთავარი პროდუქტია საინფორმაციო ლენტი რუსულ, ინგლისურ, ჩინურ, ესპანურ, არაბულ ენებზე.

Россия сегодня-ს შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ პრეს-სამსახურის ტელეგრამ–არხზე – "ზუბოვსკის 4".

ყველა ახალი ამბავი
0