გამართლება არ აქვს: რუსეთი აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლას აფასებს

© AP Photo / Geert Vanden Wijngaertალექსანდრ გრუშკო
ალექსანდრ გრუშკო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკური საკითხების განხილვის გასაგრძელებლად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და ამისთვის ხელშეკრულებიდან გასვლა აუცილებელი არ არის.

თბილისი, 22 მაისი — Sputnik. რუსეთი არ იზიარებს შეერთებული შტატების მცდელობას, გაამართლოს ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლა გარკვეული ტექნიკური პრობლემებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ. 

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, შეერთებული შტატები ხელშეკრულებიდან იმის გამო გადის, რომ რუსეთი მის პირობებს არ იცავს. მისი თქმით, „არსებობს კარგი შანსი ახალი შეთანხმების მისაღწევად“.

„ჩვენ არ ვიზიარებთ ამ ფუნდამენტური შეთანხმებიდან გასვლის გამართლების მცდელობას რაღაც ტექნიკური პრობლემების არსებობით. მესმის, რომ ნებისმიერი შეთანხმება სამხედრო უსაფრთხოების სფეროში, როგორც წესი, ძალიან რთული მატერიაა. და პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში (მათ კი ხელი მაშინ ეწერება, როცა პოლიტიკური ნება არსებობს) ყველა პრობლემა თანამშრომლობის, ინტერესთა ბალანსის საფუძველზე იჭრება, რა დროსაც მხედველობაში მიიღება შესაბამისი რეჟიმების სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების აუცილებლობა“, — აღნიშნა ალექსანდრ გრუშკომ.

დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკური საკითხების განხილვის გასაგრძელებლად არანაირი დაბრკოლება არ არსებობს და ამისთვის ხელშეკრულებიდან გასვლა აუცილებელი არ არის. 

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
მთვარე ამერიკისაა: დონალდ ტრამპმა ახალი ბრძანებულება გამოსცა

„შეთანხმებიდან გასვლით ვერანაირი ტექნიკური საკითხი ვერ გადაიჭრება, არ იარსებებს თავად ინსტრუმენტი, რომელიც უკვე 20 წელზე მეტია, ემსახურება მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას ევროპაში და იყო სამხედრო უსაფრთხოების სისტემის ძირითადი შემადგენელი ნაწილი“, — დაამატა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან გრუშკომ განმარტა, რომ რუსეთს არანაირი დარღვევა არ ჰქონია და აღნიშნა, რომ მოსკოვს „არანაკლებ სერიოზული პრეტენზიები აქვს შეთანხმების ნორმების შესრულებასთან დაკავშირებით თავად შეერთებულ შტატებთან“.

მისი თქმით, ეს მომენტები საკმაოდ რთული ტექნიკური საკითხებია, რომლებიც სპეციალურად შექმნილი ორგანოს — კომისიის ფარგლებში უნდა გადაიჭრას, რომელიც აფასებს შეთანხმების მოქმედებას, მუშაობს მექანიზმის სრულყოფაზე და განიხილავს ყველა საკითხს, რომლებიც შეიძლება წამოიჭრას მხარეებს შორის სამეთვალყურეო ფრენების შესრულების დროს.

ღია ცის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი 1992 წელს მოეწერა, ცივი ომის შემდეგ ევროპის ნდობის განმტკიცების ერთ-ერთ ზომად იქცა. ხელშეკრულება 2002 წლიდან მოქმედებს და საშუალებას აძლევს მის წევრ 34 ქვეყანას, ღიად მოაგროვონ ინფორმაცია ერთმანეთის შეიარაღებულ ძალებსა და ღონისძიებებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0