კანსკში მეტეორიტი ჩამოვარდა: ვრცელდება ვიდეოკადრები

გამოწერა
ვიდეოკადრებში, რომელიც 18 მაისსაა გადაღებული, ჩანს, როგორ მოფრინავს დედამიწისკენ ვერცხლისფერ–თეთრად მანათობელი სხეული.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სოციალური ქსელებით ვრცელდება ვიდეო, რომელზეც კაშკაშა მეტეორიტის ჩამოვარდნაა აღბეჭდილი. 

გავრცელებული ინფორმაციით, მოვლენა კრასნოიარსკის მხარეში (რუსეთი), ქალაქ კანსკში დაფიქსირდა.

ვიდეოკადრებში, რომელიც 18 მაისსა გადაღებული, ჩანს, როგორ მოფრინავს დედამიწისკენ ვერცხლისფერ–თეთრად მანათობელი სხეული და როგორ ქრება ის ჰორიზონტს მიღმა. ამასთან, მისი კვალი ცაზე მყისიერად გაქრა.  

აღინიშნება, რომ მეტეორიტის ვარდნა შენიშნეს არა მარტო კანსკში, არამედ სხვა რამდენიმე რაიონშიც.

 

ყველა ახალი ამბავი
0