რუსეთის პრეზიდენტი: ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების დამუხრუჭება მოხერხდა

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov  / გადასვლა მედიაბანკშიდეზინფექცია მოსკოვში
დეზინფექცია მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 93 558 შემთხვევა დაფიქსირდა, სამედიცინო დაკვირვების ქვეშ კიდევ დაახლოებით 192 ათასი ადამიანი იმყოფება

თბილისი, 28 მარტი - Sputnik. რუსეთში მოხერხდა ეპიდემიის გავრცელების დამუხრუჭება და ახლა დაავადების ახალი შემთხვევების ყოველდღიური რიცხვი შედარებით სტაბილიზებულია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

მედიკოსები - Sputnik საქართველო
რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების ნახტომისებური დინამიკა ამოხსნილია

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ვითარება არ იძლევა დამშვიდებისა და მოდუნების საშუალებას. 

„მაგრამ ამან არ უნდა დაგვამშვიდოს. სიტუაცია კვლავ ძალიან რთულია. სპეციალისტები, მეცნიერები ამბობენ, რომ პიკი ჯერჯერობით გადავლილი არ არის. ჩვენ ახლა ვართ ეპიდემიასთან ბრძოლის ახალი, სავარაუდოდ ყველაზე დაძაბული ეტაპის წინაშე. ყველა ჩვენგანისგან მოითხოვება უკიდურესი ყურადღება, დისციპლინა და მობილიზაცია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემიის ტალღა დაღმავალი სვლით წავიდეს, რაც საშუალებას მოგვცემს შემდგომში ნაბიჯ-ნაბიჯ ფრთხილად მოვხსნათ შეზღუდვები, დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველას მოგვენატრა. ყველა ამას ელოდება. რაც უფრო მკაცრად დავიცავთ ახლა საჭირო მოთხოვნებს, დავიცავთ თვითიზოლაციის და კარანტინის წესებს, მით უფრო სწრაფად გაივლის ეს ყველაფერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის მითითებით, „როსპოტრებნადზორმა“ და სახელმწიფო საბჭოს სამუშაო ჯგუფმა უნდა მოამზადონ რეკომენდაციები 12 მაისიდან შეზღუდვების რეჟიმიდან ეტაპობრივი გამოსვლის შესახებ.

BRICS: სანქციები ხელს უშლის COVID-19-თან კოლექტიურ ბრძოლას >>

დღეისათვის რუსეთში ქვეყნის 85-ვე რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებული 93 558 ადამიანია. ყველაზე მეტი დაავადებული მოსკოვში გამოვლინდა - 48 426 ადამიანი. ინფექციის გავრცელებიდან ქვეყანაში გარდაიცვალა 867 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 8 456 პაციენტი.

რუსეთში თითქმის ყველა რეგიონში საყოველთაო თვითიზოლაციის რეჟიმი მოქმედებს, მოქალაქეებს მოუწოდებენ უკიდურესი საჭიროების გარდა არ დატოვონ სახლები და ერთმანეთთან მინიმუმ ერთ მეტრიანი დისტანცია დაიცვან. დახურულია გასართობი დაწესებულები, სილამაზის სალონები, კაფეები და რესტორნები. ჩვეულ რეჟიმში, მხოლოდ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები, ზოომაღაზიები, ადგილზე მიტანის სერვისები, კავშირგაბმულობის სერვისები, ბანკის ფილიალები, პირველადი საჭიროების არასასურსათო საქონლის მაღაზიები, აგრეთვე სამსახურები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქალაქის ცხოვრებას.

ზოგიერთ რეგიონში ქალაქში გადაადგილების მიზნით შემოღებულია საშვების სისტემა.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ 11 მარტს COVID-19-ის აფეთქება პანდემიად გამოაცხადა. ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში უკვე 3 095 837 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 213 452 ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0