როდის ჩატარდება რეფერენდუმი რუსეთის კონსტიტუციის ცვლილებებზე: პუტინმა ბრძანებულება გამოსცა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საყოველთაო კენჭისყრაზე რუსეთის მოქალაქეებმა უნდა უპასუხონ შეკითხვას: „ემხრობით თუ არა ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში?“

თბილისი, 18 მარტი – Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 22 აპრილისთვის დანიშნა საყოველთაო კენჭისყრა კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე, იუწყება „Sputnik-ბელარუსი“.

რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ 16 მარტს გამოიტანა დასკვნა „საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციისა და ფუნქციონირების ცალკეული საკითხების რეგულირების სრულყოფის შესახებ კანონის“ დებულებების კონსტიტუციასთან შესაბამისობის შესახებ, იმ ნაწილში, რომელიც ძირითად კანონში ცვლილებების შეტანას და საყოველთაო კენჭისყრას ეხება.

საკონტროლო-გამშვები პუნქტი რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე - Sputnik საქართველო
რუსეთმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საზღვრები ჩაკეტა

„პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „კენჭისყრის დანიშვნის შესახებ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“, – ნათქვამია კრემლის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, კენჭისყრაზე გავა კითხვა: „ეთანხმებით თუ არა ცვლილებებს რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციაში?“

კენჭისყრა შეიძლება გადაიდოს

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელთან ელა პამფილოვასთან შეხვედრისას პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ თუ ამას სიტუაცია მოითხოვს, კენჭისყრა გადაიდება.

გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
მოსკოვში კორონავირუსის საფრთხის გამო გიორგი დანელიას საღამო გაუქმდა

„კენჭისყრას ჩავატარებთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიტუაცია მოგვცემს ამის საშუალებას“, – განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მნიშვნელობის მიუხედავად, „არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე“.

„დავაკვირდებით განვითარებულ სიტუაციას“, – ხაზი გაუსვა რუსეთის ლიდერმა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0