მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბურიატელმა შამანებმა გამოსავალს მიაგნეს: რიტუალი COVID-19-ის წინააღმდეგ – ვიდეო

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიბურიატელი შამანები
ბურიატელი შამანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბურიატიის რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბურიატიაში COVID-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik. ბურიატელმა შამანებმა საყოველთაო კეთილდღეობისადმი მიძღვნილი რიტუალი ჩაატარეს და ზენაარ ძალებს კორონავირუსის შეჩერება შესთხოვეს, იუწყება РИА Новости შამანური ორგანიზაცია „ტენგერის“ წარმომადგენელზე დაყრდნობით.

„ეს ერთ-ერთი იყო თხოვნებიდან. რიტუალი ზოგადად ადამიანების კეთილდღებისკენ იყო მიმართული“, — განაცხადეს „ტენგერიში“.
ორგანიზაციის განმარტებით, მსგავს რიტუალებს შამანები რეგულარულად ატარებენ.
მანამდე რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ბურიატიაში COVID-19-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, ხოლო ქსელში ამის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია – ფეიკია.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სპეციალური პროექტის ინფორმაციით, დღეისათვის მსოფლიოს 148 ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულია 169 387 ადამიანი. აქედან გარდაცვლილია 6 513 და განკურნებულია 77 257 პაციენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0