მოსკოვში ჰოსპიტალიზებულ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ

© photo: Sputnik / Aram Nersesyanსაავადმყოფო
საავადმყოფო - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკემბრის ბოლოს ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში ახალი ტიპის კორონავირუსის აფეთქების შესახებ განაცხადა. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი 2000-ს აღწევს

თბილისი, 26 იანვარი - Sputnik. მოსკოვის ერთ-ერთი სასტუმროდან ჰოსპიტალიზებულ ჩინეთის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ, იუწყება РИА Новости მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტზე დაყრდნობით.

ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა და დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა >>

გუშინ მოსკოვის ჩრდილოეთში სასტუმროდან „არტ ვოიკოვსკაია“ ვირუსული ინფექციის სიმპტომებით ჩინეთის შვიდი მოქალაქე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მოსკოვის ჯანდაცვის დეპარტამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩინეთიდან ჩამოსულ ტურისტებს, რომლებიც ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს, ტესტი 2019-CoV კორონავირუსზე უარყოფითი აქვთ.

ამასთან, უწყებაში აღნიშნავენ, რომ შვიდიდან ერთ-ერთ ტურისტს A ტიპის გრიპის ვირუსი დაუდგინდა, ის მკურნალობას საავადმყოფოში გააგრძელებს, დანარჩენები კი გაწერეს.

როგორ გაჩნდა კორონავირუსი

სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
მოსკოვში ჩინეთის შვიდი მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია ვირუსული ინფექციის სიმპტომებით

ჩინეთის ხელისუფლებამ 2019 წლის 31 დეკემბერს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას აცნობა უცნობი წარმოშობის პნევმონიის აფეთქების შესახებ ქალაქ უხანში, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 56 ადამიანი, ინფიცირებულთა რიცხვი 1975-ს აღწევს.

გაირკვა, რომ პირველ დაავადებულებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების ბაზართან. ექსპერტებმა მოკვლევით დაადგინეს, რომ საუბარი იყო კორონავირუსის ახალი ტიპის — 2019-nCoV-ს შესახებ. მოგვიანებით დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

ვირუსი გასცდა ჩინეთის ფარგლებს. დასნებოვნების ფაქტები დაფიქსირდა ჰონგ-კონგში, მაკაოში, ტაივანში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, აშშ-ში, ვიეტნამში, სინგაპურში, ნეპალში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, მალაიზიასა და ტაილანდში.

კორონავირუსები – 30-ზე მეტი ვირუსის ოჯახია, რომელიც ორ ქვეჯგუფად იყოფა. პირველად მათი იდენტიფიცირება 1965 წელს მოხდა. ვირუსი შეიძლება შეეყაროს ადამიანებს, შინაურ ცხოველებს, ფრინველს, მსხვილფეხა პირუტყვს. კორონავირუსი აზიანებს სასუნთქ სისტემას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, ნერვულ სისტემას.

ყველა ახალი ამბავი
0