პუტინმა მთავრობის ახალი სტრუქტურა და შემადგენლობა დაამტკიცა

© photo: Sputnik / Dmitriy Astakhov / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის პრემიერ-მინისტრს ახლა ცხრა მოადგილე ჰყავს, მათ შორის ერთი პირველი მოადგილეა, წინა მთავრობის დროს კი პრემიერს ათი მოადგილე ჰყავდა.

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სამშაბათს ხელი მოაწერა ბრძანებულებას „აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების სტრუქტურის შესახებ“, იუწყება რუსეთის მთავრობის პრეს-სამსახური.

რუსეთის პრემიერ-მინისტრს ახლა ცხრა მოადგილე ჰყავს, მათ შორის ერთი პირველი მოადგილეა. წინა მთავრობის დროს კი პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევს ათი მოადგილე ჰყავდა.

ვლადიმირ პუტინი და დმიტრი მედვედევი - Sputnik საქართველო
რუსეთის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა

„რუსეთის მთავრობის თავმჯდომარეს ჰყავს ცხრა მოადგილე, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ერთი პირველი მოადგილე, პრემიერ-მინისტრის მოადგილე – პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში და პრემიერ-მინისტრის მოადგილე – რუსეთის მთავრობის აპარატის უფროსი”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ბრძანებულების თანახმად, სტრუქტურული ცვლილებები მოხდა კაბინეტშიც. კერძოდ, გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის საქმეთა სამინისტრო და მისი ფუნქციები გადაეცა ეკონომიკის განვითარების სამინისტროს. გარდა ამისა, „როსრეესტრის“, „როსპოტრებნადზორის“ და ფედერალური სამედიცინო-ბიოლოგიური სააგენტოს საქმიანობას მთავრობა უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვის ფედერალურ სააგენტოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ნაცვლად ფინანსთა სამინისტრო უხელმძღვანელებს.

პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა >>

რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება ძალაში შედის ოფიციალური გამოქვეყნების დღიდან.

ვინ გახდა პირველი ვიცე-პრემიერი

პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილედ ანდრეი ბელოუსოვი დაინიშნა. 2012-2013 წლებში იგი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პოსტს იკავებდა, 2013 წლის 24 ივნისს დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწედ.

ვიცე-პრემიერები გახდნენ:

„როსრეესტრის“ ხელმძღვანელი ვიქტორია აბრამჩენკო;

ტატიანა გოლიკოვამ და იური ბორისოვმა პრემიერ-მინისტრის მოადგილის სტატუსი შეინარჩუნეს;

KHL-ის პრეზიდენტი დმიტრი ჩერნიშენკო;

იური ტრუტნევმა შეინარჩუნა ვიცე-პრემიერის პოსტი – რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის წარმომადგენლის შორეული აღმოსავლეთის ფედერალურ ოლქში;

რუსეთის ფედერაციის ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსეი ოვერჩუკი;

მოსკოვის მერის მოადგილე ურბანული განვითარების პოლიტიკისა და მშენებლობის საკითხებში მარატ ხუსნულინი;

ანტონ სილუანოვმა, კონსტანტინ ჩუიჩენკომ, მაქსიმ აკიმოვმა, ოლგა გოლოდეცმა, ალექსეი გორდეევმა, დმიტრი კოზაკმა და ვიტალი მუტკომ ვიცე-პრემიერის პოსტები დატოვეს.

ვინ შევიდა მინისტრთა კაბინეტში

სავსებით გამართლდა საინფორმაციო სააგენტო Россия Сегодня-ს და ტელეარხ RT-ს მთავარი რედაქტორის მარგარიტა სიმონიანის პროგნოზი. თავის Telegram-არხზე მან დაასახელა სამი მინისტრი, რომლებიც თავიანთ თანამდებობებს ახალ მთავრობაშიც შეინარჩუნებდნენ.

მთავრობაში შევიდნენ:

მიხაილ მიშუსტინი - Sputnik საქართველო
პუტინმა პრემიერის პოსტზე საგადასახადო სამსახურის უფროსის კანდიდატურა წარადგინა

მიხაილ მურაშკო დაინიშნა ჯანდაცვის მინისტრად (2012 წლიდან ამ თანამდებობას ვერონიკა სკვორცოვა იკავებდა);

სერგეი ლავროვმა შეინარჩუნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობა;

ალექსანდრ ნოვაკმა შეინარჩუნა ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა;

დიმიტრი კობილკინი ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრად ხელახლა დაინიშნა;

ვლადიმირ იაკუშევი დაინიშნა მშენებლობისა და საყოფაცხოვრებო-კომუნალური მეურნეობის მინისტრად;

სერგეი შოიგუმ შეინარჩუნა თავდაცვის მინისტრის თანამდებობა;

დენის მანტუროვი მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრად ხელახლა დაინიშნა;

ვალერი ფოლკოვი – მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების მინისტრი;

ვლადიმირ კოლოკოლცევმა შეინარჩუნა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა;

ანტონ კოტიაკოვი დაინიშნა შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტზე;

სერგეი კრავცოვი დაიკავებს განათლების მინისტრის პოსტს;

პუტინი რუსეთიდან ჩეჩნეთის გავლით საქართველოში მომავალ გზაზე: მისი მშენებლობა მიზანშეწონილია - Sputnik საქართველო
პუტინი ჩეჩნეთის გავლით საქართველოში მომავალ გზაზე: მისი მშენებლობა მიზანშეწონილია

კონსტანტინ ჩუიჩენკო დანიშნა იუსტიციის მინისტრად;

ოლეგ მატიცინი ინიშნება სპორტის მინისტრად;

ანტონ სილუანოვი დაინიშნა ფინანსთა მინისტრად;

დმიტრი პატრუშევმა შეინარჩუნა სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობა;

ევგენი ზინიჩევმა შეინარჩუნა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობა;

მაქსიმ რეშეტნიკოვი ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა;

ევგენი დიტრიხმა შეინარჩუნა ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობა;

მუსკუტ შადაევი დაინიშნა ციფრული განვითარების, კავშირგაბმულობისა და მასობრივი კომუნიკაციების მინისტრად.

რუსეთის პრეზიდენტი სამშაბათს, საღამოს მთავრობაში პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან ერთად მივიდა – ახალ მინისტრთა კაბინეტთან შესახვედრად.

ყველა ახალი ამბავი
0