ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

ხანმოკლე შიმშილობა სასარგებლოა: ეფექტური სქემა მეცნიერებათა დოქტორისგან

© photo: Pixabay / stevepbდიეტა
დიეტა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის თქმით, ხანმოკლე შიმშილობა სასარგებლოა ორგანიზმისთვის, თუმცა აუცილებელია რეკომენდებული სქემის დაცვა.

თბილისი, 16 დეკემბერი - Sputnik. ხანმოკლე შიმშილი – 12-36 საათის განმავლობაში დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, აცხადებს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ვალერი სერგეევი. მისი თქმით, საკვების მიღებაზე მცირე ხნით უარის თქმა ეხმარება ორგანიზმს, გაანადგუროს მისთვის უცხო ელემენტები და გარდაქმნას ისინი გლუკოზად, რაც ესოდენ აუცილებელია ენერგიის გამოსამუშავებლად. 

მამაკაცი ჭამის პროცესში - Sputnik საქართველო
როგორ დავთრგუნოთ შიმშილის გრძნობა: შვიდი მარტივი და გამოცდილი ხერხი

გარდა ამისა, შიმშილის დროს ენერგია წარმოიქმნება დაგროვებული ცხიმოვანი მჟავებისგანაც, რაც ხელს უწყობს წონაში კლებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და საყრდენ-მამოძრავებელ აპარატზე დატვირთვის შემცირებას.

„ხანმოკლე შიმშილობა იმუნური სისტემის განახლებას ახდენს და ის აქტიურად იწყებს ბრძოლას ინფექციებთან, სოკოებთან და ვირუსებთან. ამიტომაც ის ადამიანები, რომლებიც რეგულარულად შიმშილობენ და იკავებენ თავს საკვებისგან, იშვიათად ავადმყოფობენ“, — განმარტა ექიმმა.

ყველაზე უვნებელ შიმშილობად ექიმმა დაასახელა სქემა 12/12-ზე, როდესაც ადამიანი ბოლოს ერთი დღის 19:00 საათზე ვახშმობს და საუზმობს მხოლოდ 12 საათის გასვლის შემდეგ, ანუ მეორე დილის 7 საათზე.

რაც შეეხება კუნთოვანი მასის გასაზრდელ სქემას, ეს 16/8-ზეა, ანუ როდესაც ადამიანი ერთი დღის 16:00 საათზე სადილობს და საუზმობს მეორე დილის 8 საათზე. ამასთან შიმშილობის პერიოდში არ უნდა ვთქვათ უარი წყალზე. 

როგორც სერგეევი ამბობს, შიმშილობის პრაქტიკას სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები გვაქვს.

ყველა ახალი ამბავი
0