„მნიშვნელოვანი ფაქტი“ – რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი ვაშინგტონის შეხვედრას აფასებს

© photo: Sputnik / Sergey Guneevდმიტრი პესკოვი
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის პრეზიდენტისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ვაშინგტონში კრემლში დადებითად შეაფასეს.

თბილისი, 11 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა მნიშვნელოვანი ფაქტია, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.  

აშშ-სა და რუსეთის სახელმწიფო ალმები - Sputnik საქართველო
„ძალიან კარგი შეხვედრა“ – დონალდ ტრამპი და სერგეი ლავროვი დიალოგით კმაყოფილები არიან

აღნიშნული შეხვედრა გუშინ, 10 დეკემბერს გაიმართა ვაშინგტონში და ის 45 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

„თავად ის ფაქტი, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის მინისტრი მიიღო, მნიშვნელოვანი მომენტია. სხვა საქმეა, რომ ჯერჯერობით არ გვიწევს რაიმე პოზიტიურ ძვრებზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებში. თუმცა ამგვარი კონტაქტები უმნიშვნელოვანესია“, — განაცხადა კრემლის წარმომადგენელმა.

სერგეი ლავროვი ვაშინგტონში, პრეზიდენტის გარდა, ასევე შეხვდა სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს.

რუსი მინისტრის თქმით, ამერიკის პრეზიდენტი აცნობიერებს რუსეთთან კეთილმეზობლობის სარგებელს. თუმცა, როგორც ლავროვმა შენიშნა, აშშ-ში ყველა არ იზიარებს ასეთ პოზიციას და ცდილობს სანქციების დაწესებით „ყველანაირად დაამუხრუჭოს“ ურთიერთობების ნორმალიზაცია.

აღსანიშნავია, რომ თავად აშშ-ის პრეზიდენტმა სერგეი ლავროვთან შეხვედრა დადებითად შეაფასა, რის შესახებაც საკუთარ Twitter-ზე დაწერა.

 

ყველა ახალი ამბავი
0