რუსეთი არქტიკაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გუმბათს ქმნის: ორი მნიშვნელოვანი მიზეზი

© photo: Sputnik / Yuri Lushin / გადასვლა მედიაბანკშიყინულმჭრელი „არქტიკა“
ყინულმჭრელი „არქტიკა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი არქტიკაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის გუმბათს შექმნის. მის დანიშნულებაზე რადიო Sputnik-ის ეთერით სამხედრო ექსპერტმა ალექსეი პოდბერეზკინმა ისაუბრა.

თბილისი, 9 დეკემბერი – Sputnik. არქტიკის რუსეთის ნაწილის დასაცავად საჰაერო გუმბათი შეიქმნება – ამ მიზნით ჩრდილოეთის ფლოტის ყველა არქტიკული დივიზიონი აღიჭურვება С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებით. ამის შესახებ ჩრდილოეთის ფლოტის სარდალმა, ვიცე-ადმირალმა ალექსანდრ მოისეევმა განაცხადა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

„არქტიკული სტანდარტები“  - Sputnik საქართველო
„არქტიკული“ საერთაშორისო სტანდარტების შესამუშავებლად რუსეთში ღია მოედანი იქმნება

„მიმდინარეობს საზენიტო-სარაკეტო და რადიოტექნიკური ჯარების ახალი ტექნიკით აღჭურვა. წელს ახალ მიწაზე დისლოცირებული საზენიტო-სარაკეტო პოლკის შესაიარაღებლად გაიგზავნა С-400 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები. იგეგმება, რომ უახლოეს მომავალში ყველა ჩვენი არქტიკული დივიზიონი მსგავსი კომპლექსებით აღიჭურვება“, – განაცხადა სარდალმა.

მისი სიტყვებით, სისტემების წყალობით ეს მხარე დაცული იქნება ნებისმიერი საჰაერო თავდასხმისგან, იქნება ეს ავიაცია, საფრენი აპარატები თუ ბალისტიკური რაკეტები.

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ალექსეი პოდბერეზკინმა რადიო Sputnik-ის ეთერში განმარტა, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი.

ასე მოხდა, რომ რუსეთი – არქტიკული სახელმწიფოა. ეს უბრალოდ გეოგრაფიული ფაქტია, რომელიც რატომღაც მოსვენებას არ აძლევს დასავლეთს. იქ მიაჩნიათ, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს სივრცეში თავისი ადგილმდებარეობითაც კი.

„ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მშენებლობის გრძელვადიანი გეგმის შესაბამისად, იქმნება სრულიად განსხვავებული კლასის რაკეტების რადიოლოკაციური აღმოჩენისა და განადგურების ზონა. ის, რომ ამჟამად ძალისხმევა მიმართულია ჩრდილოეთის საზღვრისკენ, სავსებით გასაგებია. პირველ რიგში, სწორედ ეს მიმართულებაა უფრო საშიში თავდასხმის თვალსაზრისით, ვინაიდან ის უფრო მოკლეა. მეორეც, ვინაიდან ახლა ფაქტობრივად უკვე დაწყებულია „ბრძოლა არქტიკისთვის“, რომელშიც სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ არაარქტიკული სახელმწიფოებიც, ყველა მათგანი ისწრაფვის საკუთარი გავლენის სფეროს მოსაპოვებლად“, – ფიქრობს ალექსეი პოდბერეზკინი.

რუსეთის პასუხისმგებლობის ზონა საიმედოდ უნდა იყოს დაცული, აღნიშნა მან.

„ჩვენ გვაქვს პრეტენზია, რომ ის ზონა, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალების პასუხისმგებლობის ზონადაა მიჩნეული, საიმედოდ იყოს დაცული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. ერთიანი რადიოლოკაციური ველის მშენებლობის კვალდაკვალ იქმნება თავდაცვის სისტემა სწორედ ჩრდილოეთ პოლუსიდან და არქტიკული რეგიონებიდან თავდასხმის მოსაგერიებლად“, – აღნიშნა ალექსეი პოდბერეზკინმა.

სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ახალ მიწაზე დისლოცირებული პოლკი პირველად აღიჭურვა С-400 კომპლექსებით. ეს ქვედანაყოფი საბრძოლო მორიგეობას 2015 წლიდან შეუდგა, მაგრამ ბოლო დრომდე შეიარაღებული იყო წინა თაობის С-300 კომპლექსებით.

საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 შექმნილია საჰაერო-კოსმოსური თავდასხმის ყველა თანამედროვე და პერსპექტიული საშუალების გასანადგურებლად რამდენიმე ასეული კილომეტრის მანძილიდან.

ყველა ახალი ამბავი
0