საინვესტიციო ფორუმი: რუსეთის პრეზიდენტმა უცხოელ ინვესტორებს აუხსნა, რა ელით

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისაინვესტიციო ფორუმი „რუსეთი გიხმობთ!“
საინვესტიციო ფორუმი „რუსეთი გიხმობთ!“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინვესტიციო ფორუმში „რუსეთი გიხმობთ!“ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობასა და მის მიერ გახმოვანებულ გზავნილებზე საუბრობს ჟურნალისტი ივან დანილოვი.

ივან დანილოვი

ვლადიმირ პუტინის ყველა გამოსვლა საინვესტიციო ფორუმზე „რუსეთი გიხმობთ!“ — ეს მოვლენაა არა მარტო რუსული, არამედ მსოფლიოს საინფორმაციო სივრცისთვის. რუსეთის პრეზიდენტი მზადაა, საფუძვლიანად უპასუხოს მსოფლიო საინვესტიციო საზოგადოების წარმომადგენელთა რთულ კითხვებს. მაგრამ „რუსეთი გიხმობთ!“ — ეს არის ფორუმზე დამსწრე ინვესტორების, ტრეიდერების, ბანკირებისა და მრეწველების სააზროვნო პროცესში ჩახედვის საშუალება. მათი შეკითხვები ერთგვარ სოციოლოგიურ კვლევად შეიძლება ჩაითვალოს, რომელსაც ბევრი რამის თქმა შეუძლია იმაზე, თუ რა აღელვებთ უდიდესი კაპიტალების მფლობელებს მთელ მსოფლიოში.

თუ პრეზიდენტისთვის წარსულში დასმული შეკითხვებიდან ამოვალთ, პირველი, რაც თვალში გვეცემა, ისაა, რომ უცხოელი ინვესტორების, ფინანსისტებისა და ბანკირების ნოოსფეროში უკრაინისა და სანქციებისთვის მეტად მცირე ადგილი დარჩა. შესაბამისი შეკითხვები კი დაისვა, მაგრამ იგრძნობოდა, რომ ეს აშკარად არაა ის, რაც პირველ რიგში აინტერესებთ უცხოელ სტუმრებს. უკრაინისა და სანქციების თემატიკისადმი ინტერესი, ალბათ, უფრო იმას უკავშირდება, რომ, ჯერ ერთი, სანქციების თემასა და „უკრაინის პრობლემას“ უკვე ყველა მიეჩვია; და, მეორეც: მომავალში რუსეთის ეკონომიკაზე გავლენის მომხდენ მთავარ ფაქტორად არც უკრაინა განიხილება და არც სანქციები. 

NASA-ს ასტრონავტის სკაფანდრი  - Sputnik საქართველო
დუმის დეპუტატი: ნატოს კოსმოსური გეგმები მსოფლიოს კატასტროფამდე მიიყვანს

დადგა აბსულუტურად სხვა საკითხების განხილვის დრო. ესენია: კლიმატის ცვლილება (ფინანსისტებს ძალიან აღელვებთ რუსეთის ნავთობისა და გაზის სექტორის პერსპექტივები ყველაფერ „მწვანეზე“ გლობალური მოდისა და ენერგიის ნახშირწყალბადოვან წყაროებთან ბრძოლის პირობებში), ნავთობის მსოფლიო ბაზრის პერსპექტივები (გააძევებენ თუ არა ამერიკელები თავიანთი ფიქალის ნავთობით რუსულ ნავთობექსპორტს), გლობალურ ეკონომიკაში რეცესიის დაწყების რისკები და აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის შედეგები. 

რუსეთის ლიდერმა მიუთითა რუსეთის საფონდო ბაზრის წარმატებებზე და დასავლელ პარტნიორებს შორის რუსეთის ფინანსური აქტივების პოპულარობაზე:

„საფონდო ბაზრის დინამიკის მიხედვით, რუსული აქტივები, სამამულო მწარმოებლები, კომპანიები და მათი შესაძლებლობები ჩვენი კოლეგების, პარტნიორებისა და ინვესტორების დიდ ინტერესს იწვევს... მნიშვნელოვანია, რომ ფინანსური აქტივებისადმი ინტერესი გარდაიქმნას ინვესტიციებად, რეალურ აქტივებად, ახალი საწარმოების ახალ სამუშაო ადგილებად, პერსპექტიული საბაზრო ნიშების დაფუძნებად“.

სხვათა შორის, რუსული აქციების ბაზარი, ბევრი ანალიტიკოსის გასაკვირად, პლანეტის ყველაზე შემოსავლიანი მსხვილი საფონდო ბაზარი აღმოჩნდა. ფასიანი ქაღალდების ბაზარზე „სბერბანკის“ სტრატეგის კოულ ეიქსონის შეფასებით, MSCI Russia-ს ინდექსი წლის დასაწყისიდან 44%-ით გაიზარდა.

რუსეთის პრეზიდენტმა საერთაშორისო დღის წესრიგით შეშფოთებულ ფინანსისტებს აუხსნა, რომ „ეროვნული კეთილდღეობის ფონდის“ სახსრები ნავთობისა და გაზის სექტორში კი არ ჩაიდება (გამონაკლისს წარმოადგენს ტექნოლოგიების განვითარება, რომელთა იმპორტირებაც შეუძლებელია სანქციების გამო), არამედ საწარმოების ინფრასტრუქტურებისა და მაღალტექნოლოგიური საწარმოების განვითარებას მომხმარდება. ამასთან, გაგრძელდება მუშაობა გლობალური სანავთობე ბაზრის დაბალანსებაზე — არაბ პარტნიორებთან ერთად. 

სერგეი ბელიაევი - Sputnik საქართველო
ბელიაევი: რუსეთი მზადაა იმსჯელოს ნატოსთან ბალტიისპირეთში დაძაბულობის შესუსტებაზე

აშშ-ში ფიქალის ნავთობის მოპოვებები, ვლადიმირ პუტინის აზრით, „თაროზე შემოიდო“. ამასთან აშშ-ში მოპოვებული ნავთობი ვერ აძევებს რუსულ ნავთობს ტრადიციული ბაზრებიდან. ბევრი საერთაშორისო ინვესტორისთვის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი კლიმატურ ცვლილებასთან ბრძოლის შესახებ კი მაინც მკაცრი ეკონომიკური რეალობისა და რაციონალური მოსაზრებების ჭრილში უნდა განვიხილოთ. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების თანახმად, „მწვანე სიგიჟემ“, რომელიც ევროკავშირს მოედო, საბედნიეროდ, გვერდი აუარა რუსეთს:

„ისეთი ყველაზე სუფთა ნახშირწყალბადის უგულებელყოფა, როგორიცაა გაზი, ჩემი აზრით, აბსოლუტურად უცნაურია. როცა [არანახშირწყალბადოვან ენერგეტიკას] უწევენ პოპულარიზაციას, მეჩვენება, რომ კაცობრიობა ისევ შეიძლება აღმოჩნდეს გამოქვაბულებში — მარტო იმ მიზეზით, რომ არაფერს მოიხმარს. თუ ასე მთელ ენერგეტიკას ნულამდე დავიყვანთ და მარტო მზის, ქარისა თუ მოქცევების ენერგიის იმედად დავრჩებით, მაშინ... დღეს ტექნოლოგიები იმგვარია, რომ ნახშირწყალბადოვანი ნედლეულის, ატომური ენერგეტიკის, ჰიდროენერგეტიკის გარეშე კაცობრიობა ვერ გადარჩება, ვერ შეინარჩუნებს ცივილიზაციას“. 

ვლადიმირ პუტინი მეტად ოპტიმისტურად განწყობილი აღმოჩნდა „გაზპრომის“ პერსპექტივების კუთხითაც და თქვა, რომ კომპანიას დიდი პოტენციალი აქვს და მომავალში მისი კაპიტალიზაცია გაიზრდება.

რუსეთის პრეზიდენტმა პასუხი გასცა შეკითხვას ევროკავშირისა და გვიანი პერიოდის საბჭოთა კავშირის მსგავსების შესახებ, რა დროსაც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ სსრკ-ის ნგრევის ძირითადი ფაქტორი იყო არა ნაციონალიზმის ზრდა, არამედ ეკონომიკის არაეფექტურობა. პრეზიდენტის შეფასებით, ევროკავშირისა და საბჭოთა კავშირის სიტუაციები ერთმანეთისგან განსხვავდება, თუმცა გარკვეული პარალელების გავლება შეიძლება. ევროპელი ინვესტორებისთვის ალბათ მეტად საინტერესო იყო იმის გაგება, რომ ევროკავშირის ხელისუფლების ცენტრალური ორგანოები იმაზე მეტ კანონებს იღებენ (რომლებიც კავშირის ყველა წევრზე ვრცელდება), ვიდრე საბჭოთა ხელისუფლება იღებდა მოკავშირე რესპუბლიკების მიმართ.  

თუ პუტინის ამ ციტატას ბრიტანულ საინფორმაციო სივრცეში გაიტანენ, შესაძლოა ის ბრიტანულ პოლიტიკაში ჩარევაში დაადანაშაულონ, ვინაიდან ამაზე უკეთესი არგუმენტი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისთვის ძნელად წარმოსადგენია.  

„მწარე სიმართლის“ კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ ასევე ვლადიმირ პუტინის თეზისი იმის თაობაზე, რომ აშშ-ისა და ჩინეთის სავაჭრო ომის რეალური მიზეზი არა სავაჭრო ბალანსის გადახრა ან იუანის კურსის ხელოვნური შესუსტებაა (როგორც ამერიკელი პარტნიორები ამბობენ), არამედ ის, რომ ჩინეთმა სახელმწიფო დაგეგმარებისა და საბაზრო ეკონომიკის შეთავსების ეფექტურ ხერხს მიაგნო. ამერიკელებს კი ეს არ ესმით. 

ფორუმზე „რუსეთი გიხმობთ!“ უცხოელმა ინვესტორებმა დაინახეს რუსეთი, რომელმაც გაუძლო სანქციებს, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა და საკმარისი ფულიც დააგროვა იმისთვის, რომ ჰქონდეს შესაძლებლობა, სერიოზული ფინანსური რესურსები ჩადოს ეკონომიკის მოდერნიზაციაში და მოქალაქეთა კეთილდღეობის ზრდაში. არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ევროპელ, ჩინელ, ამერიკელ და სხვა უცხოელ ინვესტორებს, ფინანსისტებსა და მეწარმეებს შორის გამოჩნდება საკმარისი რაოდენობის ხალხი, ვინც ყველაზე ქმედით მონაწილეობას მოისურვებს (მათ შორის, ფინანსურსაც) რუსეთის ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში.

ყველა ახალი ამბავი
0