განმარტების გარეშე: Facebook-ი თვეზე მეტია ბლოკავს RT-ს კუთვნილ არხს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიმამაკაცი პლანშეტით „ფეისბუქის“ ლოგოს ფონზე
მამაკაცი პლანშეტით „ფეისბუქის“ ლოგოს ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე Facebook-მა ასევე დაბლოკა პროექტ Russia Beyond-ის ერთ-ერთი გვერდი, რომელიც რუსული სამზარეულოს რეცეპტებს აქვეყნებდა.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. სოციალური ქსელი Facebook-ი თვეზე მეტია, რაც ზღუდავს RTD-ს ინგლისურენოვანი არხის ახალი ამბების ლენტაში ინფორმაციის გაშვებას, ბლოკირება ხუთი კვირის წინ დაიწყო და კვლავ გრძელდება, წერს RT-ს მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

სიმონიანის თქმით, RT-მ სოციალური ქსელის ტექნიკურ ჯგუფს განმარტებისთვის მიმართა, თუმცა პასუხი არ მიუღია.

„ცუკერბერგის მოდერატორები დუმან. ჩვენ განვაგრძობთ ცხოვრებას გამარჯვებული ამერიკული ცენზურის მსოფლიოში და ცუდია, თუ ეს თქვენ აქამდე ვერ გაგიგიათ“, — წერს RT-ს მთავარი რედაქტორი.   

აღსანიშნავია, რომ მანამდე Facebook-მა ასევე დაბლოკა პროექტ Russia Beyond-ის ერთ-ერთი გვერდი, რომელიც რუსული სამზარეულოს რეცეპტებს აქვეყნებდა. ხოლო სექტემბერში მარგარიტა სიმონიანს სამი დღით შეეზღუდა სოციალურ ქსელზე წვდომა „სტანდარტების დარღვევისთვის“. თუმცა შემდეგ „ფეისბუქმა“ აკაუნტის დაბლოკვა შეცდომად აღიარა.

 

ყველა ახალი ამბავი
0