რუსეთის პრეზიდენტმა ვალდაის კლუბის კონფერენციას გზავნილით მიმართა

© photo: Sputnik / Alexey Nikolsky / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთი კონტინენტის ყველა ქვეყანასთან კონსტრუქციული, თანასწორუფლებიანი ურთიერთქმედებისთვის მზად არის, ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის გზავნილში.

თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. რუსეთი ევრაზიის ყველა ქვეყანასთან კონსტრუქციული, თანასწორუფლებიანი ურთიერთქმედებისთვის მზად არის, განაცხადა ორშაბათს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვალდაის კლუბის კონფერენციის მონაწილეებისადმი გზავნილში, იუწყება „Sputnik-უზბეკეთი“. 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო
პუტინი: რუსულ ენას „იარაღს“ ნუ უწოდებთ

სამარყანდში 10-11 ნოემბერს ვალდაის კლუბის X აზიური კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე „ცენტრალური აზია და ევრაზია: მრავალმხრივი თანამშრომლობა გლობალური არეულობის გამოწვევების წინ“. ღონისძიებაში მონაწილეობს 70-ზე მეტი წამყვანი ექსპერტი 11 ქვეყნიდან - რუსეთიდან, უზბეკეთიდან, გერმანიიდან, ინდოეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ჩინეთიდან, ტაჯიკეთიდან, ფილიპინებიდან, შვედეთიდან და იაპონიიდან.

მიმართვა უზბეკეთში რუსეთის ელჩმა ვლადიმირ ტიურდენევმა წაიკითხა.

„რუსეთი კონტინენტის ყველა ქვეყანასთან კონსტრუქციული, თანასწორუფლებიანი ურთიერთქმედებისთვის მზად არის იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა ევრაზიულ სივრცეში გლობალური მასშტაბით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი პირობაა“, - ნათქვამია გზავნილში.

პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ კანონზომიერია საერთაშორისო ექსპერტთა საზოგადოების ყურადღება აზიის მიმართ იმის გათვალისწინებით, რომ აზიის როლი მსოფლიო პოლიტიკასა და ეკონომიკაში იზრდება.

 „აქ აქტიურად ვითარდება სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურები, მაღალი ტექნოლოგიები და ფუნდამენტური მეცნიერება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა ასევე მიუთითა სამარყანდის კონფერენციის თემატიკის აქტუალობაზე, რომელიც ასრულებს „აღმოსავლეთის წლის“ პროგრამას ვალდაის კლუბში. მან დასძინა, რომ მის მონაწილეებს „ელოდება ინტეგრაციული პროცესების მიმდინარე მდგომარეობისა და პერსპექტივების, ასევე ბევრ სფეროში სახელმწიფოთაშორისი კოოპერაციების პოტენციალის შეფასება“.

 

ყველა ახალი ამბავი
0