„გადამწყვეტი შეთანხმება" – რაზე მოილაპარაკეს პუტინმა და ერდოღანმა სოჭში

© photo: Sputnik / Alexey Druzhynin / გადასვლა მედიაბანკშიპუტინი და ერდოღანი
პუტინი და ერდოღანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპერაცია „მშვიდობის წყაროს" რაიონიდან აღმოსავლეთით და სირია-თურქეთის საზღვრიდან დასავლეთით ათი კილომეტრის სიღრმეში რუსეთ-თურქეთის ერთობლივი საპატრულო ოპერაცია ჩატარდება.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. აღნიშნულ შეთანხმებას რუსეთის ლიდერმა უწოდა „გადამწყვეტი თუ არა, უაღრესად მნიშვნელოვანი მაინც", იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

„გადაწყვეტილებები... შესაძლებელს გახდის იმ მეტად მწვავე ვითარების გადაჭრას, რომელიც დღეს სირია-თურქეთის საზღვარზეა შექმნილი", – აღნიშნა პუტინმა.

მოსკოვი და ანკარა შეთანხმდნენ, რომ თურქული ოპერაციის საზღვრებს მიღმა არსებულ ზონაში ოთხშაბათს, შუადღის შემდეგ შევლენ რუსეთის სამხედრო პოლიცია და სირიელი სამხედრო მოსამსახურეები. ისინი დაეხმარებიან ქურთთა განმათავისუფლებელი ძალების ქვედანაყოფებისა და მათი შეიარაღების გამოყვანას საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით. ოპერაცია 150 საათში უნდა დასრულდეს.

თურქეთის პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ – თურქეთმა სირიაში ომი დაიწყო

ამ მომენტიდან დაიწყება რუსეთ-თურქეთის ერთობლივი პატრულირება ოპერაცია „მშვიდობის წყაროს" რაიონიდან აღმოსავლეთით და სირია-თურქეთის საზღვრიდან დასავლეთით ათი კილომეტრის სიღრმეში, გარდა ქალაქ კამიშლისა.

მემორანდუმის თანახმად, ქურთთა ქვედანაყოფებს მანბიჯიდან და თელ-რიფატიდან გამოიყვანენ.

გარდა ამისა, პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობასა და ერთიანობას, თურქეთის ნაციონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას, და მხარი დაუჭირეს ადანის შეთანხმებას.

მემორანდუმი ითვალისწინებს მოსკოვისა და ანკარის მიერ გარკვეული ზომების მიღებას სირია-თურქეთის საზღვარზე ტერორისტების გადასვლის თავიდან აცილებისა და დევნილების ნებაყოფლობით დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.

ორმა სახელმწიფომ დაადასტურა ასევე ასტანის ფორმატის მტკიცე მხარდაჭერა და შეთანხმდა ერთობლივი მექანიზმის შექმნაზე, რომლის მეშვეობითაც დააკვირდება სირიის შესახებ მემორანდუმის შესრულების პროცესს.

ყველა ახალი ამბავი
0