ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

დუმაში საქართველოსთან ფრენების უახლოეს მომავალში აღდგენას ელოდებიან

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშილეონიდ კალაშნიკოვი
ლეონიდ კალაშნიკოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა შესაძლოა უახლოეს ხანში მოხდეს, განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ კალაშნიკოვმა.

„კონკრეტულ დროს ვერ დაგისახელებთ. ვფიქრობ, ამის იმედი უახლოეს ხანებში უნდა გვქონდეს“, — განაცხადა კალაშნიკოვმა. 

დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო
როდის განახლდება რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები?

დუმის კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნული კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული ოპოზიციური პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს შეხვდა.

კალაშნიკოვმა აღნიშნა, რომ ბოლო დროს საქართველოში რუსეთიდან ჩასულ ტურისტებს არანაირი პრობლემა არ ექმნებათ და მათი უსაფრთხოება უზრუნველყოფილია, რის შესახებაც მანამდე მოუწოდა რუსულმა მხარემ საქართველოს.   

„ბოლო დროს ექსცესები საქართველოში არ არის, თუმცა, მიუხედავად ამისა, პოლიტიკოსებმა უნდა გამოავლინონ ნება, მათ შორის, ახალმა პოლიტიკოსებმაც, რომლებიც მოდიან და ამასთან დაკავშირებით რაღაც განცხადებებს აკეთებენ. უბრალოდ არაფერი ხდება“, — აღნიშნა ლეონიდ კალაშნიკოვმა.

საქართველოსა და რუსეთს შორის ისედაც რთული ურთიერთობები გამწვავდა მას შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი ჩამოვიდა. 20 ივნისს თბილისის ცენტრში ანტისაოკუპაციო აქციები დაიწყო. ამ მოვლენების და საქართველოს პირველი პირების მკვეთრი განცხადებების საპასუხოდ მოსკოვმა 8 ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა აკრძალა. ამავე დროს რუსმა ტუროპერატორებმა საქართველოს მიმართულებით ტურების გაყიდვა შეაჩერეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0