სიმონიანმა ვიშინსკის რუსეთში დაბრუნება შეაფასა

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიმარგარიტა სიმონიანი
მარგარიტა სიმონიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარგარიტა სიმონიანმა და დმიტრი კისელიოვმა რუსეთში კირილ ვიშინსკის დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს

თბილისი, 7 სექტემბერი – Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს მთავარმა რედაქტორმა და გენერალურმა დირექტორმა მარგარიტა სიმონიანმა  და დმიტრი კისელიოვმა РИА Новости Украина-ს ხელმძღვანელის, კირილ ვიშინსკის უკრაინაში გათავისუფლების შემდეგ რუსეთში დაბრუნება შეაფასეს, იუწყება სააგენტო.

მოსკოვმა და კიევმა დაკავებულთა გაცვლა შეაფასეს >>

უკრაინაში გათავისუფლებული რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ვიშინსკი, მოსკოვში შაბათს ჩაფრინდნენ.

კირილ ვიშინსკი პატიმრობიდან გათავისუფლების მომენტში - Sputnik საქართველო
კიევის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტი კირილ ვიშინსკი გაათავისუფლა

„უბრალოდ ლოდი ან ტვირთი კი არ მომეხსნა. ნადვილი კლდეების ქედი მომეხსნა“, - განუცხადა ჟურნალისტებს სიმონიანმა.

კისელიოვმა თავის მხრივ ვიშინსკის „ნამდვილი გმირი“ უწოდა.

„კირილ ვიშინსკი“ მაგალითია ჩვენთვის, მთელი ჟურნალისტური საზოგადოებისთვის“, - განაცხადა საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს გენერალურმა დირექტორმა.

რუსეთის მოქალაქეები ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლეს. გათავისუფლდნენ ასევე უკრაინის მოქალაქეები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამას სასიხარულო მოვლენა უწოდა და დაკავებულთა და მსჯავრდებულთა გათავისუფლების მეორე ეტაპის შესაძლებლობის შესახებ განაცხადა.

ვიშინსკის საქმე

კირილ ვიშინსკი კიევში 2018 წლის 15 მაისს დააკავეს და თვითგამოცხადებული რესპუბლიკა დონბასის მხარდაჭერასა და სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი, რაც 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ზელენსკი მზადაა, გაუცვალოს მოსკოვს ღალატში ბრალდებული ჟურნალისტი >>

ჟურნალისტმა ბრალდებას სიცრუე და მანიპულაცია უწოდა და აღნიშნა, რომ РИА Новости Украина-ს მთავარ რედაქტორად მუშაობის პერიოდში უკრაინის უშიშროების სამსახურს მის მიმართ არასდროს არანაირი პრეტენზია არ ჰქონია.

კირილ ვიშინსკი - Sputnik საქართველო
კირილ ვიშინსკი მოსკოვში მიფრინავს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სიტუაციას უპრეცედენტო უწოდა და განაცხადა, რომ ჟურნალისტი მისი პროფესიული საქმიანობისთვის დააკავეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა და პრესის მუშაკებზე დევნის შეწყვეტა მოითხოვა. 

ჟურნალისტის დაკავების მომენტიდან დღემდე მის დასაცავად განცხადებები გააკეთეს როგორც მისმა თანამემამულე, ისე უცხოელმა კოლეგებმა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე 250-მა ჟურნალისტმა მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვიშინსკის გათავისუფლების მოწოდებით. მოსკოვში უკრაინის საელჩოსთან არაერთხელ გაიმართა ვიშინსკის მხარდამჭერი აქციები.

ყველა ახალი ამბავი
0