თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. რუსეთში, სტავროპოლის მხარეში მოიერიშე Су-25УБ ჩამოვარდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ორმა მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი გეგმურ სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ახორციელებდა საბრძოლო კომპლექტაციის გარეშე.
სამძებრო-სამაშველო სამსახურის სპეციალისტები ამ დროისათვის კატაპულტირებულ მფრინავებს ეძებენ.
მოიერიშე დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევას ნგრევა არ მოჰყოლია.